სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მუხრანის N3 სკოლის მოსწავლეებმა ოზონის შრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ვიდეორგოლი შექმნეს
21-09-2023
-
+


მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა ახალი სასწავლო წელი მოტივაციითა და შემართებით დაიწყეს. 

სწავლას მოწყურებული მოწაფეები სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაერთნენ. მათი ყურადღების მიღმა არ დარჩენილა 16 სექტემბერი - ოზონის შრის საერთაშორისო დღე. 

ამ გარემოსდაცვით დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა პრეზენტაცია ჩაატარეს. მოსწავლეებმა - გიორგი კვიჟინაძემ, ნინო გერაძემ და ქეთი მგელაძემ, პედაგოგ ნაირა პაპაშვილის ხელმძღვანელობით, საინტერესო ვიდეორგოლი შექმნეს. 

ვიდეორგოლი მეტად საინტერესო და ინფორმაციულია. მოსწავლეებმა საკითხის ცოდნა და ტექნიკური უნარები წარმოაჩინეს. 

გაერომ ოზონის შრის საერთაშორისო დღე 1994 წლის 16 სექტემბერს დააწესა. კაცობრიობისთვის, გარემოს, განსაკუთრებით კი, ჰაერის დაბინძურება დღეს უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს. ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე სწორედ აღნიშნულ პრობლემას ეხმაურება და საზოგადოების ეკოცნობიერების ამაღლებისკენ არის მიმართული.

იხილეთ მოსწავლეთა ვიდეორგოლი:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

სახელმწიფო უნივერსიტეტებში მობილობის წესები იცვლება – რა შეზღუდვები ამოქმედდება 2026-2027 სასწავლო წლიდან

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება