| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N167 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ სკოლის 14 წარჩინებულ მოსწავლეს - ანო ბასარიას, დავით ბენდელიანს, ლუკა გეგეშიძეს, ლიზი სარალიძეს, ლუკა სორდიას, დავით ტაბაშიძეს, მარიამ აკოფოვს, ლუკა ფიფიას, ნიკოლოზ ჭიტაძეს, თათია მონიავას, ნია ჭუბაბრიას, გიორგი ბუნტურს, რომან ბაქანიძესა და რუსუდან სახვაძეს.
სკოლის დირექტორი ელენე ფუტკარაძე მოსწავლეებს კუთვნილ ჯილდოს ულოცავს, სამინისტროს კი მოსწავლეთა მოტივაციისთვის მადლობას უხდის.
„მადლობა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოსწავლეების, მშობლებისა და სასკოლო საზოგადოების სახელით“,- აღნიშნავს დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა