სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სათხის საჯარო სკოლის მასწავლებლები საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ
20-09-2023
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლას მოტივირებული, საკუთარი საქმის პროფესიონალი და განვითარებაზე ორიენტირებული მასწავლებლები ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა აქტივობაში ხშირად ერთვებიან. 

ამჯერად, სკოლის ბილინგვური სწავლების კოორდინატორი ქნარიკ ქოსიანი და ხელოვნების დამხმარე მასწავლებელი შუშანიკ არუტიუნიანი საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ. პედაგოგებმა სათხის საჯარო სკოლაში არაფორმალური განათლების დანერგვით შექმნილი პოზიტიური გარემოს ზეგავლენაზე, ქართული, როგორც მეორე ენის სწავლების სოციოკულტურულ და პრაგმატულ ასპექტებზე ისაუბრეს.

კონფერენციის მიზანი იყო მეორე ენის სწავლების მიდგომებისა და სტრატეგიების თაობაზე მულტილინგვური განათლების კონტექსტში ადგილობრივ და უცხოელ სპეციალისტთა ნააზრევის განხილვა და ერთიან კონცეფციად ჩამოყალიბება.

მონაწილეები ბოლოს სერტიფიკატით დაჯილდოვდნენ.

კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა და ვილნიუსის უნივერსიტეტის (ლიეტუვა), მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრს ორგანიზებული იყო.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

სახელმწიფო უნივერსიტეტებში მობილობის წესები იცვლება – რა შეზღუდვები ამოქმედდება 2026-2027 სასწავლო წლიდან

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება