სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა
20-09-2023
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო. 

გაიმართა სადღესასწაულო ღონისძიება, რომლის მიმდინარეობაშიც ყველა დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთო. სასწავლო წლის დაწყება სასკოლო საზოგადოებას სკოლის დირექტორმა, მაია ნუცუბიძე-ქობულიამ მიულოცა. 

როგორც სკოლაში ამბობენ, ზეიმში სკოლის საესტრადო, სამეჯლისო, თეატრალური სტუდიის Best Voise-ის წევრები მონაწილეობდნენ. ღონისძიება კი სტუდიის - Best Voise, ხელმძღვანელმა ირმა კუბლაშვილმა, ვოკალის პედაგოგმა ინგა ხვადაგიანმა და სკოლის მუსიკის მასწავლებელმა ხათუნა იობაშვილმა მოამზადეს. 

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.

„წარმატებული სასწავლო წელი, ძვირფასებო! კონცერტში სასკოლო საზოგადოების სამივე საფეხურის წარმომადგენლები: მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები მონაწილეობდნენ“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება