| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათის საჯარო სკოლაში, ახალი სასწავლო წელი დიდი შემართებითა და მიზნებით დაიწყო.
პედაგოგები მონატრებულ მოსწავლეებს, დიდი სიხარულით შეეგებნენ, მათთან ერთად დღე საინტერესოდ გაატარეს და სასკოლო ცხოვრებას ამაღლებული განწყობითა და მოტივაციით დაუბრუნდნენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში, საზეიმოდ შეეგებნენ პირველკლასელებს, მათ ცოდნის ტაძარში შემობიჯება მიულოცეს და წარმატება უსურვეს.
სკოლის დირექტორი მერაბ დარჯანია მოსწავლეებსა და პედაგოგებს საინტერესო, შემოქმედებითი დღეებით დატვირთულ სასწავლო წელს შეჰპირდა და მათ წინსვლა უსურვა.
პირველკლასელებს, დამრიგებელმა - ლალი სანიკიძემაც მიმართა, რომელიც მოუთმენლად ელოდა პატარებს და მათ, სკოლაში პირველი ნაბიჯები დაულოცა.
„თქვენთვის ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება. დაგილოცავთ პირველ ნაბიჯებს სკოლაში. ვეცდები გაგიმართლოთ ის მოლოდინები, რაც გაქვთ!“, - მიმართა ლალი სანიკიძემ პატარებს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა