სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დანდალოს N1 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი სადღესასწაულოდ დაიწყო
20-09-2023
-
+


იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს N1 საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი უდიდესი ხალისითა და წარმატებით დაიწყო. 

სადღესასწაულოდ მორთული სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულით შეაღეს და სწავლას მონდომებით შეუდგნენ. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები საზეიმოდ გადაეცათ პირველკლასელებს.

სასწავლო წლის დაწყება სასკოლო საზოგადოებას სკოლის დირექტორმა ინგა ბერიძემ მიულოცა და ნაყოფიერი წელი უსურვა. 
 
„მინდა, ჩემს საყვარელ მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სრულიად სასკოლო საზოგადოებას მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება. განსაკუთრებით ვულოცავ ცხოვრების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასვლას ჩვენს პატარებს – პირველკლასელებს. მათ წელს პირველად შეაღეს საკლასო ოთახის კარი, სადაც თითოეულ მოსწავლეს უსაფრთხო, მეგობრული და ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემო დახვდათ. მინდა, მივულოცო ჩვენს მასწავლებლებს – მათ, ვინც მზად არიან ისევ ერთგულად ემსახურონ ჩვენი ქვეყნის მომავალ თაობას თავიანთი პროფესიონალიზმითა და თავდაუზოგავი შრომით.
მჯერა, ჩვენი ახალგაზრდები სკოლაში მიღებული ცოდნის რეალიზებითა და განსაკუთრებული შესაძლებლობებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამენ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ, ყველას წარმატებულ, ნაყოფიერ, მშვიდობიან სასწავლო წელს გისურვებთ!
ეს დანდალოს N1 საჯარო სკოლაა, სადაც სითბო და სიყვარულია, სადაც ნდობა, ურთიერთპატივისცემა და სამართლიანობაა, სადაც უსაფრთხო გარემოა, უამრავი რესურსია ცოდნის მისაღებად, სადაც კვალიფიციური კადრებია, სადაც სწავლაზე ორიენტირებული საზოგადოებაა, სადაც მიზანი ამართლებს საშუალებას, სადაც შედეგი ყოველთვის სახარბიელოა“,- მიმართა სკოლის დირექტორმა ინგა ბერიძემ საზოგადოებას. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

სახელმწიფო უნივერსიტეტებში მობილობის წესები იცვლება – რა შეზღუდვები ამოქმედდება 2026-2027 სასწავლო წლიდან

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება