სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

2023-2024 სასწავლო წლის ბედნიერი და წარმატებული დასაწყისი თბილისის N143 საჯარო სკოლაში
20-09-2023
-
+


თბილისის N143 საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო.

სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.

მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ახალი სასწავლო წლის დაწყებას ერთმანეთს ულოცავდნენ და წარმატებებს უსურვებდნენ. სასკოლო საზოგადოებას სკოლის დირექტორმა თამარ ჭარბაძემ მიმართა და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა. 

„ძვირფასო ბავშვებო, მასწავლებლებო და მშობლებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და ყველას გისურვებთ წარმატებას. განსაკუთრებით გვინდა მივულოცოთ მათ, ვისთვისაც ეს დღე დაუვიწყარია. ძვირფასო პირველკლასელებო, გილოცავთ ცოდნის დღეს. სკოლის მოსწავლეები გახდით, გვინდა გისურვოთ თამამად და ამაყად გადადგათ პირველი ნაბიჯი ჩვენს სკოლაში და ასევე თავდაჯერებულად გააგრძელოთ გზა დიდი ცოდნისკენ. ჩვენ გვჯერა და გულწრფელად ვიმედოვნებთ, სკოლა გახდება თქვენი სახლი, აქ გელოდებათ დღესასწაული, აღმოჩენები, ერთგული მეგობრები.. ნაყოფიერი, მშვიდობიანი და წარმატებული სასწავლო წელი ყოფილიყოს თითოეული თქვენგანისთვის“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი თამარ ჭარბაძე. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

სახელმწიფო უნივერსიტეტებში მობილობის წესები იცვლება – რა შეზღუდვები ამოქმედდება 2026-2027 სასწავლო წლიდან

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება