სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხეოთის საჯარო სკოლაში პირველკლასელებისთვის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა 
20-09-2023
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეოთის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დიდი ჟრიამულით დაიწყო.

მოსწავლეთა დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.

სკოლაში უდიდესი სიხარულით მიიღეს პირველკლასელები, რომელთაც კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ. გარდა ამისა, პატარა მოსწავლეები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისგან საკანცელარიო ნივთებით დასაჩუქრდნენ. 

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს.

„გილოცავთ, სასწავლო წლის დაწყებას, განსაკუთრებით პირველკლასელებს! მათ ხომ პირველად შეაღეს სკოლის კარი, პირველად მიუჯდნენ მერხს, პირველად ეზიარნენ „აი იას" .. ჩვეულებისამებრ, პირველკლასელებს, განათლების სამინისტროსგან, ნოუთბუქები გადაეცათ საჩუქრად და ტრადიციულად, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისგან საკანცელარიო ნივთებით დასაჩუქრდნენ, მადლობა მათ! 
ასევე, მადლობა, დირექციას და განსაკუთრებული მადლობა კლასის ხელნძღანელს ქ-ნ ირინე ზედგინიძეს პატარებისთვის ამ დღის გალამაზებისთვის და გაფერადებისთვის!  წარმატებულ, ნაყოფიერ, სიახლეებით სავსე, ახალ სასწავლო წელს გისურვებთ ყველას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

სახელმწიფო უნივერსიტეტებში მობილობის წესები იცვლება – რა შეზღუდვები ამოქმედდება 2026-2027 სასწავლო წლიდან

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება