| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის მოწაფეები არაფორმალური განათლების პროექტებში აქტიურად მონაწილეობენ და სხვადასხვა კონკურსებში წარმატებას აღწევენ.
მათ შორის მოსწავლეები ჩართულნი იყვნენ გორის კულტურის სახლის მიერ გამოცხადებულ ხელნაკეთი წიგნების კონკურსში და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის დირექციამ მოსწავლეები - ვერიკო ბერიანიძე, ირაკლი ფალელაშვილი, ბარბარე მარღიშვილი, ზუკა ჯაფიაშვილი, ედი მურადაშვილი, მარიამ შავდათუაშვილი და ნინი მურდაშვილი კონკურსში აქტიური მონაწილეობისთვის დააჯილდოვა.
მოსწავლეთა პედაგოგი ირმა რობაქიძე გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მიღწევები ყოველთვის წახალისებულია, რაც ბავშვების მოტივაციაზე დადებითად აისახება.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა