სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 სკოლის დირექტორის - ფაქიზო ფანჩულიძის თანაორგანიზებით, მასწავლებელთა მასშტაბური კონფერენცია ჩატარდა
08-08-2023
-
+


5 აგვისტოს წყალტუბოში ჩატარდა მასწავლებელთა გრანდიოზული კონფერენცია, რომელიც ემსახურებოდა მასწავლებელთა სწავლა-სწავლების ხელშეწყობას და ხარისხის გაუმჯობესებას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, თანამშრომლობითი კულტურის განვითარებას საქართველოს სხვადასხვა კუთხის სხვადასხვა ქალაქის მასწავლებლებს შორის და ზოგადად სწავლების პროცესში პირადი გამოცდილებისა თუ პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაზიარებას კოლეგებისათვის.

კონფერენცია ჩატარდა საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნული აკადემიის ხელმძღვანელის - მ.გეთიაშვილისა და ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორის - ფაქიზო ფანჩულიძის ინიციატივითა და ორგანიზებით.

კონფერენციას ესწრებოდა 300-მდე მასწავლებელი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და მნიშვნელოვანი სტუმრები: საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე, მოადგილე და პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე, ეროვნული სასწავლო გეგმების ექსპერტი როლანდ ხოჯანაშვილი, რომელმაც კონფერენციის ფარგლებში ნახევარსაათიანი მასტერკლასი ჩაუტარა პედაგოგებს.

როგორც წყალტუბოს N1 სკოლაში გვიყვებიან, ამ მნიშვნელოვან შეკრებას ესწრებოდა, ასევე, წყალტუბოს მერი გენადი ბალანჩივაძე, რომელმაც მასწავლებელთა წახალისებისა და მათდამი ხელშეწყობის მიზნით, 500 ლარით დააჯილდოვა სამი აქტიური და წარმატებული მასწავლებელი. მათ შორის, ოტია იოსელიანის სახელობის N1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი იამზე წულუკიძე.

„2023 წლის მასწავლებელთა კონფერენციამ წარმატებულად ჩაიარა და კონფერენციის მომხსენებელი თუ დამსწრე უამრავი პედაგოგი შთაბეჭდილებებით აღვსილი დატოვა“,- ვკითხულობთ  წყალტუბოს N1 სკოლის მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება