სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დღეს, მისი ქალიშვილი სტუდენტი ხდება“ - დისველის საჯარო სკოლაში აგვისტოს ომის გმირს - ასლან შაინიძეს იხსენებენ
08-08-2023
-
+


2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წელი გავიდა. ომმა, საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველში მცხოვრები ასლან შაინიძე შეიწირა. სწორედ აგვისტოს ომის გმირის სახელს ატარებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლა.

დღეს, 8 აგვისტოს სკოლაში ეროვნული გმირის სახელს განსაკუთრებით იხსებენ და მის ხსოვნას პატივს მიაგებენ. საამაყო მამის შვილს - თამუნა შაინიძეს, რომელიც ამავე სკოლის კურსდამთავრებულია წარმატებულ სტუდენტობას უსურვებენ. 

დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი, სკოლის სახელით, აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით, ემოციურ წერილს ავრცელებს. 

„8 აგვისტოს სისხლისმღვრელი ომიდან 15 წელი გავიდა, თუმცა დღევანდელი დღესავით მახსოვს, ჩახუთული სისხლით გაჟღენთილი ჰაერი, სიკვდილის მოლოდინით დათრგუნული მოსახლეობა და ახალგაზრდა ბიჭების თავგანწირული სიცოცხლე საკუთარი ქვეყნის მშვიდობის სანაცვლოდ ....მახსოვს, როგორ აცილებდნენ მოხალისეებს ოჯახის წევრები, დედები შვილები ორსული მეუღლეები, მახსოვს, რამხელა იმედით ბრძოლის ჟინით მიიჩქაროდნენ ბრძოლის ველზე, ყველამ კარგად ვიცით რომ, - „ქართველის ტკივილი ჩვენს იქით არავის ადარდებს -“ ...ყოველთვის დამოუკიდებლად მებრძოლი დედა საქართველო, საკუთარ კალთაზე გამოზრდილი ვაჟკაცების გმირობის საძირკველზე იდგა... ასლან შაინიძის სახელობის სოფელ დისველის საჯარო სკოლა, კიდევ და კიდევ დიდი სიამაყით იხსენებს, ამავე სოფლის მკვიდრს, ერისა და ქვეყნის ღირსეულ მამულიშვილს - ასლან შაინიძეს ,რომელიც გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე ..საკუთარი სიცოცხლის სანაცვლოდ გადაარჩინა სიცოცხლე და ამით დატოვა დაუვიწყარი სახელი, დღეს, მის ქალიშვილი ამავე სკოლის მოსწავლე თამუნა შაინიძე სტუდენტი გახდა, საამაყო და ღირსეული ოჯახის ქალიშვილია. როდესაც ვუყურებ ასლანის ფოტოს რომელიც სკოლის კედლიდან თბილი მზერით იმზირება, ვხდები რომ საქართველოს ყველა დროის გმირები ჰყავს, რომელიც სათაყვანებელია ჩვენი ერისა და ბერისთვის... - „კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი ისე არ ამოსწყდებიან ჯავრი შესჭამონ მტრისანი...“,- ვკითხულობთ წერილში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება