სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 სკოლა „პატრიოტი სკოლის“ ტიტულს ღირსეულად ატარებს 
07-08-2023
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა, ზაფხულის ცხელ დღეებშიც, ჩვეულებისამებრ, მოწოდების სიმაღლეზეა და წარმატებებით ახარებს გულშემატკივრებს.

კიდევ ერთი წარმატება იზეიმა სკოლამ საერთაშორისო პროექტის - „პატრიოტი დიასპორელი“ ფარგლებში, ლონდონის საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილე - საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ახალგაზრდებისა და ქართველი მეცნიერების დაჯილდოების ცერემონიალზე. ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. დაჯილდოების ცერემონიალზე სკოლას „პატრიოტი სკოლის“ ტიტული მიენიჭა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრამ საინტერესოდ და ზღვა ემოციის ფონზე ჩაიარა, რადგან სხვადასხვა ქვეყნიდან ასობით ემიგრანტი ბავშვი შეკრიბა და საკუთარ ფესვებს დაუბრუნა, თუნდაც დროებით.

„ისინი ტკბილქართული მეტყველებით გვამცნობდნენ და ეფერებოდნენ ჩვენს ქვეყანას. მოგეხსენებათ, ჩვენი სკოლა პირველი იყო რომელმაც ახალი სასწავლო წელი დაიწყო პროექტით - „პატრიოტი დიასპორელი“, რომლის ფარგლებშიც სკოლას ეწვია ორი ემიგრანტი საბერძნეთიდან - ლილე და თევდორე მაისურაძეები და ერთი წელი ჩვენს სკოლაში ქართველ თანატოლებთან ერთად გაატარეს.

პროექტის მიმღებლობისა და ლონდონის საერთაშორისო კონფერენციაში წარმატებულად ჩართულობისთვის სკოლამ -„პატრიოტი სკოლის“ ტიტული, სკოლის დირექტორმა, ფაქიზო ფანჩულიძემ, ლილესა და თევდორე მაისურაძეების დამრიგებლებმა - სალომე ქობალიამ და თეა ბობოხიძემ საერთაშორისო სერტიფიკატები მიიღეს.

ასევე, პროექტის განხორციელების დროს - მხარდაჭერისა და აქტიური მონაწილეობისთვის საერთაშორისო სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ სპორტული კლუბების გაერთიანების მმართველი ბატონი ირაკლი კუჭავა და სკოლის საინფორმაციო მენეჯერი ინგა არაბიძე. ვულოცავთ სკოლას კიდევ ერთ დიდ წარმატებას და მზაობას ვაცხადებთ ემიგრანტების კვლავ მისაღებად.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება