| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას და მათი აკადემიური მოსწრების წახალისებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სკოლაში ამჯერად, რეზო გიორგაძისა და რატი გიორგაძის სწავლაში მიღწეული წარმატებით ამაყობენ.
რეზო გიორგაძემ წელს ჯვარისის საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. რატი გიორგაძე კი საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულია. ის პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ბენეფიციარია.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ. დირექცია და პედაგოგები მათ მიღწეულს ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ჯვარისის საჯარო სკოლა ულოცავს რეზო გიორგაძეს სკოლის წარჩინებით ოქროს მედალზე დასრულებას, უსურვებს მას წარმატებებსა და ღირსეული წვლილის შეტანას ჩვენი ქვეყნის მომავალში, ასევე ვულოცავთ რატი გიორგაძესა და ყველა წარჩინებულ მოსწავლეს ამ დიდ წარმატებას! თქვენ ჩვენი მომავალი ხართ!“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი