| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვის საჯარო სკოლის მოსწავლეები ზაფხულის დღეებს საინტერესოდ და ნაყოფიერად ატარებენ და შემეცნებას არც არდადეგებზე წყვეტენ.
ქუთაისის ამერიკულ კუთხეში „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისის თაოსნობით, სიქთარვის საჯარო სკოლის საშუალო საფეხურის ბავშვები მიწვეულნი იყვნენ ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, საგანმანათლებლო აქტივობაში მონაწილეობდნენ, ასევე, ამერიკელი მასწავლებლები, რომლებმაც ჩაატარეს პრეზენტაცია 4 ივლისის დღესასწაულსა და თავიანთ მშობლიურ შტატებზე.
გარდა ამისა, მოეწყო სხვადასხვა სახალისო აქტივობა, სამაგიდო თამაშობა, ცეკვის მასტერკლასი და დისკუსიები საინტერესო საკითხებზე.
აქტივობაში, მოსწავლეები ინგლისური ენის მასწავლებლების - სოფიკო ვაშაკიძისა და ნინო გვენეტაძის ხელმძღვანელობით მონაწილეობდნენ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა