სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წიგნის მოყვარული მოსწავლეები ქუთაისის N40 საჯარო სკოლიდან
26-07-2023
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში წიგნიერ თაობას ზრდიან. პედაგოგები მოსწავლეებს ლიტერატურის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე აქტიურად უღვივებენ და წიგნის კითხვის კულტურას ასწავლიან. 

სკოლაში 2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში აქტიურად ფუნქციონირებდა წიგნის მოყვარულთა კლუბი - „მწიგნობარი“, რომლის წევრები არაერთ საინტერესო აქტივობაში იყვნენ ჩართულნი. 

23 მაისს, ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში წიგნის მოყვარულთა კლუბის მორიგი საინტერესო სხდომა ჩატარდა.

სხდომას ესწრებოდნენ კლუბის წევრი მე-3, მე-4, მე-5, მე-6 კლასის მოსწავლეები. კლუბის კურატორები ვალიდა კვირიკაშვილი და დარეჯან ნემსაძე.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პედაგოგებმა მოსწავლეებს გამოიკითხეს ედით ნესბიტის „რკინის ბავშვების“ მე-3 თავი „მოხუცი ჯენტლმენი“.

ყურადღება გამახვილდა შემდეგ კითხვებზე: 1. რა მოგონებებს აღძრავს ბავშვებში მატარებელი? 2.რომელი მატარებლით მგზავრობდა მოხუცი ჯენტლმენი? როგორ გამოიყურებოდა ის და რით მიიქცია ბავშვების ყურადღება? 3.დედის საქმიანობა 4.პიტერის შეხვედრა სადგურის გამგესთან, განცდა და ქურდობის აღიარება 5.როგორ ახასიათებს ეს საქციელი პიტერს? 6.რა გადაწყვეტილებას იღებენ ბავშვები დედის ავადმყოფობის გამო? 7.ვის მიმართავენ თხოვნით? 8.ბავშვების წერილი და მოხუცის რეაქცია.... რას გვასწავლის ეს თავი? რა დასკვნა გამოვიტანეთ?

„უნდა აღინიშნოს მოსწავლეების სწორი ხედვა. მათ საკმაოდ სწორად გაანალიზეს წაკითხული და შესაბამისად სწორ დასკვნებამდეც მივიდნენ...მომდევნო მეცადინეობისთვის დაევალათ ნაწარმოების მე-4 თავის „უნებართვოდ ლოკომოტივზე“ წაკითხვა და საკვანძო მომენტებზე ყურადღების გამახვილება. ყველაზე პატარა (მე-3, მე-4 კლასელები) კლუბის წევრების სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ არაფრით ჩამოუვარდებიან წაკითხულის ანალიზის დროს თავის უფროს მეგობრებს. საკმაოდ დაკვირვებული და აქტიურები არიან“,-გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

გაკვეთილზე მოსწავლეებმა გამოიყენეს საინტერესო რესურსი - „ბორბალი“

მოსწავლეები, დამრიგებლის ნინო ჭონქაძის ხელმძღვანელობით, ძველ თბილისს ესტუმრნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება