სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

მეორე მსოფლიო ომში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის წერილი ფრონტიდან
09-05-2018
-
+


9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა - აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული არქივი მეორე მსოფლიო ომში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის წერილს აქვეყნებს. 

მეორე მსოფლიო ომში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის, ლეონტი შარვაძის წერილი ფრონტიდან

„ქ. ტყიბული

სად. ხრესილი
გურნის ფოსტა. სოფ. სოჩხეთი. შურა პლატონის ასულ შარვაძეს

1.XII.42

სალამი ძვირფასო დედა და მამა

მშობლებო, გისურვებთ ჯანმრთელობას და კარგათ ყოფნას. იყავით სულ მედგრათ. მომიკითხეთ ნახვის ნატვრით და შორიდან კოცნით შუშანა, ანგელინა, ჟუჟუნა და გრიშა. ჟორჟიკას ამბავი შემომითვალეთ, ჯარში წაიყვანეს თუ არა. თუ წაიყვანეს, სად და წერილი თუ მოდის. მომიკითხე მასტრედია და კაკოს ამბავი შემომითვალეთ. მომიკითხე ყველა მეზობლები ნახვის ნატვრით. მომიკითხეთ შურა და ჩემი პატარა ბარტყები.

პატივცემულო მშობლებო კი მართალია მე გამზარდეთ და ეხლა ჩემი შვილებიც თქვენ შეგექნათ მოსავლელათ, მაგრამ გულით და სულით უმორჩილესად გთხოვთ, მოუარეთ ჩემს ბავშვებს. კი ვიცი ცოტა ვიწროობა გექნებათ, მაგრამ მაინც მოუარეთ. ისე, დედა, წერილებს ვაგზავნი და მიიღეთ თუ არა, არ ვიცი. მე ჯერ წერილი არ მიმიღია და ვკვდები ჯავრით. რა ვიცი რა მოგივიდათ. დედა, წერილები ბევრი გამომიგზავნეთ, იქნებ მივიღო.

ახლა ამ წერილს ვატნევ 46 წლის ლაჭვერებს, რომლებიც გაანთავისუფლეს და ვთხოვ გამოვლას თქვენთან, მაგრამ გამოივლიან თუ არა, არ ვიცი და წერილს ან ქუთაისიდან გამოგიგზავნიან ან ვინმეს გამოატნევენ. ისე ჩემს ამბავს თუ იკითხავთ, კარგად ვარ. ხორცი ბევრი გვაქვს და საჭმელი. ვიმყოფები კავკასიონის მთებში ფრონტზე. ისე, 14 სექტემბერს მოთოვა და ეხლა ძალიან დიდი თოვლია. ლეონტი“.

ლეონტი შარვაძე 1943 წლის დეკემბერში უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

წერილი დაცულია ეროვნულ არქივში, ქუთაისის ცენტრალური არქივის ფონდში.




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება