| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.
პატარებს, პედაგოგმა - ნანა გუჯეჯიანმა „ანბანის შემობრძანება“ ნამდვილ დღესასწაულად უქცია.
მან საზეიმო გაკვეთილზე ბავშვებს დედაენა ემოციურად დაუხასიათა და ქართული ასო-ბგერების შესახებ საინტერესოდ მოუთხრო.
პირველი ასოების გაცნობა, პირველი სიტყვისა და პირველი წინადადების წაკითხვა საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.
ბავშვებმა ხატოვნად წაიკითხეს ლექსები „აი ია“-ზე, გააფერადეს „ია“ შესაბამისი ფერებით.
გაკვეთილს საოცარი ელფერი შესძინა ნანა მასწავლებლის მომზადებულმა ელექტრონულმა რესურსმა.
პატარებს დღესასწაულად ქცეული პირველი საანბანო გაკვეთილი არასდროს დაავიწყდებათ.
სკოლაში ახარებთ მასწავლებლის შემოქმედებითი მიდგომები და მოსწავლეთა სასწავლო შემართება.
„მადლობა ნანა მასწავლებელს, რომელიც ასეთი ემოციით, აღმაფრენითა და პატივისცემით ეფერება ქართულ ანბანს და ბავშვებსაც უნერგავს მშობლიური ენის სიყვარულს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა