| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წელს, ქართული მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, იაკობ გოგებაშვილის, დაბადებიდან 185 წელი გავიდა.
იაკობ გოგებაშვილის საქმისა და სახელის უკვდავყოფას გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლაში კვირეული მიეძღვნა.
სკოლა ასევე ჩაერთო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ ინიცირებულ აქტივობებში.
დღეს ასევე დედაენის სიტკბოებას დაეწაფნენ პირველკლასელები და „ანბანეთში“ ხალისით შეაბიჯეს. პედაგოგმა - ნანა შენგელიამ პატარებს საზეიმო გაკვეთილი შესთავაზა.
კვირეულის ფარგლებში, სკოლაში არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა გაიმართა - მოეწყო გამოფენა და ინსცენირება გოგებაშვილის მოთხრობებისა, მოსწავლეებმა თემატური სტენდი შექმნეს და ცოდნის ხე შეამკეს, კვირეული დაგვირგვინდა, დაწყებითი კლასების ლაბორატორიის დასკვნითი ღონისძიებით, მოსწავლეებმა ასევე იაკობ გოგებაშვილის როლი მოირგეს და დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწე ციფრული ტექნოლოგიითაც გააცოცხლეს.
კვირეული მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა, ბავშვებმა იაკოგ გოგებაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს და ბევრი ნაკლებად ცნობილი დეტალიც შეიტყვეს.
„ასეთი ღონისძიებები შთამბეჭდავად აისახება მოზარდების ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებაზე“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს კიდევ არაერთ საინტერესო საინტერესო ინიციატივას ჰპირდებიან.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა