სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მარტყოფის N1 საჯარო სკოლის მოსწავლის - დიანა კეჟერაშვილის მორიგი წარმატება
24-07-2023
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლაში მე-9 კლასის წარმატებული მოსწავლის - დიანა კეჟერაშვილის მორიგ მიღწევას აღნიშნავენ. მეცხრეკლასელი, სკოლის სასახელოდ, სხვადასხვა პროექტსა და პროგრამაში ყოველთვის აქტიურად ერთვება და წარმატებას აღწევს. 

სკოლა ამჯერადაც მორიგ სასიამოვნო სიახლეს გვიზიარებს:

„ჩვენი მე-9 კლასელი მოსწავლე დიანა კეჟერაშვილი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დამწყებთათვის“ თავმჯდომარეა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ხელმძღვანელობს სხვადასხვა პროექტსა და ასოციაციას, თანამშრომლობს, როგორც საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებთან, ასევე, სასამართლოსთან და კონკრეტულ იურისტთა ორგანიზაციებთან.

სექტემბრიდან დიანა, ასოციაციის ფარგლებში, გეგმავს თანამშრომლობას საერთაშორისო დონის წარმატებულ ორგანიზაციებთან, როგორც იურიდიული და ჯანდაცვის, ასევე, განათლების მიმართულებით, და თანამოაზრეებთან ერთად განახორციელებს საერთაშორისო, ეროვნულ, სათემო და სასკოლო პროექტებს.

გასულ თვეს, მას გადაეცა მანდატი ანუ იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მის ხელმძღვანელ პოზიციაზე არჩევას. წარმატებებს ვუსურვებთ დიანას სკოლის სახელით. წინ კიდევ უამრავი სიახლე გველოდება“, - ვკითხულობთ გავრცელებულ წერილში. 

დიანა კეჟერაშვილის თქმით, წარმატებამდე შრომატევადი გზა გაიარა, თუმცა, შრომისმოყვარეობა დაუფასდა.

„საკმაოდ შრომატევადი და რთული გზა გავიარე. თავდაპირველად, შევხვდი განათლების და მეცნიერების კომიტეტის ხელმძღვანელს, შემამჩნიეს და თანამშრომლობა შემომთავაზეს. თავიდან ვიყავი თავმჯდომარის მოადგილე, შემდეგ კი ჩემი შრომისმოყვარეობის საფუძველზე თავმჯდომარედ ამირჩიეს. 

ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს დაგეგმილი, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით განვახორციელებთ“,- აღნიშნავს დიანა კეჟერაშვილი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება