| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტულ წარმატებას ზეიმობენ.
სკოლის მოსწავლეებმა - მარიამ ქვემოთიანმა, გიორგი მუმლაძემ, თამთა პავლაძემ, მიხეილ დვალმა და რეზო ფერაძემ ტაეკვანდოში, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს. მოსწავლეებმა მოწინავე ადგილები დაიკავეს:
სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და წინსვლას უსურვებენ.
„ვულოცავთ, კიდევ ერთხელ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს და მათ მწვრთნელს დავით არჩვაძეს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ტაეკვანდოში ღირსეულ წარმატებებს.
მადლობას ვუხდით, ტაეკვანდოს ფედერაციის პრეზიდენტს, ტაეკვანდოს იმერეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრს, რომელთა ინიციატივითა და გადაწყვეტილებით წარმატებულ სპორტსმენებს გადაეცათ ფულადი ჯილდო საპრიზო ადგილების მიხედვით“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
„ეს თქვენი პირველი ნაბიჯებია სამყაროში მწვანე გარემოს შესაქმნელად“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა