| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლაში, მარადისელ მოსწავლეთა ორგანიზებით, მინი ფეხბურთში გოგონათა გუნდებს შორის ტურნირი ჩატარდა.
ტურნირში 4 სკოლის გოგონათა გუნდი მონაწილეობდა, მათ შორის იყო კასუმლოს საჯარო სკოლის გუნდი.
ტურნირი წარმატებით წარიმართა, მოსწავლეებმა იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. პირველ ადგილზე ხიხანის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი გავიდა, რომელსაც თასი გადაეცა, დანარჩენი გუნდები კი მედლებითა და ორი ფეხბურთის ბურთით დაჯილდოვდნენ.
კასუმლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებს წინსვლას უსურვებენ.
„ყველა გუნდს ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ კასუმლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
„ინოვაციების სკოლა“ მოსწავლეებს არაერთ საინტერესო წრეს სთავაზობს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა