TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ინფორმაცია სტუდენტებისთვის - გაიგეთ ჩასარიცხი ადგილებისა და სწავლის საფასურის დეტალები
15-07-2023
-
+


ცხადდება რიგგარეშე მობილობა შპს ალტე უნივერსიტეტის „ინგლისური ფილოლოგიის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის. 

დაწესებულებების მიერ რიგგარეშე მობილობის გზით, საფეხურებისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების ან საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით მისაღებ პირთა ადგილების რაოდენობის, აგრეთვე სწავლის საფასურის შესახებ  სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ინფორმაციის წარდგენის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 12 ივლისიდან - 14 ივლისის ჩათვლით;
 
რიგგარეშე მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში წარდგენის ვადად დადგინდა 2023 წლის 2 აგვისტოდან -  7 აგვისტოს ჩათვლით;
 
 
 
 
 
შპს ალტე უნივერსიტეტის „ინგლისური ფილოლოგიის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე  ჩარიცხული სტუდენტების საყურადღებოდ!!!
 
 
სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე რიგგარეშე მობილობაში მონაწილე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი მისაღები ადგილებისა და გამოცხადებული პროგრამების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის გამოქვეყნების შემდგომ, რიგგარეშე მობილობით სარგებლობისათვის სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას  და წარუდგინონ პირადი საქმის ასლები.
 
განცხადების წარდგენის სავარაუდო ვადაა - 2023 წლის 24 ივლისიდან -  2 აგვისტოს ჩათვლით. თუმცა, მნიშვნელოვანია, პირმა გაითვალისწინოს, რომ განცხადებით მიმართვის კონკრეტულ ვადას, რომელიც შესაძლოა იყოს 2 აგვისტომდე ადრე პერიოდი, განსაზღვრავს თავად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
 
რიგგარეშე მობილობასთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: (+995 32) 2200 220, ან მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე:    info@emis.ge 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება