TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შემთხვევები, როცა აბიტურიენტებს დამატებითი ტესტირების ჩატარების მოთხოვნა შეუძლიათ 
15-07-2023
-
+


- ვარ აბიტურიენტი. რა შემთხვევაში შემიძლია მოვითხოვო დამატებითი ტესტირების ჩატარება?  - ამ კითხვაზე აპლიკანტებს პასუხს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სცემს, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ: 

ტესტირებაზე გამოუცხადებელ აბიტურიენტს უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი  ტესტირების ჩატარება, თუ მან საგამოცდო ბარათში მითითებულ დროს ვერ შეძლო გამოცდაზე გამოცხადება:

ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გამოცდის დროს სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში არანაკლებ ერთი დღე-ღამით ყოფნის გამო;
ბ) ოჯახის წევრის (მეუღლე, დედა, მამა, და-ძმა, შვილი) გარდაცვალების გამო;
გ) დაუძლეველი ძალის გამო.

აბიტურიენტმა სტაციონარულ დაწესებულებაში ყოფნის ან ოჯახის წევრის გარდაცვალების და ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს ცენტრში შესაბამისი საგამოცდო სესიის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
თუ აბიტურიენტმა დაუძლეველი ძალის გამო ვერ შეძლო საგამოცდო ბარათში მითითებულ დროს გამოცდაზე გამოცხადება, იგი ვალდებულია შესაბამისი საგამოცდო სესიის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ცენტრში წარმოადგინოს დასაბუთებული განცხადება და, არსებობის შემთხვევაში, განცხადებაში აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

გაითვალისწინეთ, რომ ეს პირობები ვრცელდება მხოლოდ აბიტურიენტებზე და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებზე. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება