| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში 19 მაისს მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმო ვითარებაში დაირეკა.
ბავშვებმა ერთმანეთს თეთრ მაისურებზე სამახსოვრო წერილები დაუტოვეს. მათ სკოლაში გატარებული 12 წელი გაიხსენეს და პედაგოგთა ამაგი აღნიშნეს, რომლებსაც მათ განათლებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა, რომელსაც მერის მოადგილე - გოჩა ვარდიაშვილი და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლია ბეჟაშვილი ესწრებოდნენ.
ზეიმი სოფლის მოსახლეობის ინიციატივითა და ორგანიზებით აშენებული თეატრის საუკუნოვან შენობაში ჩატარდა.
ღონისძიებაზე აუდიტორიის წინაში 10 მეთორმეტეკლასელი წარდგა. ბავშვებმა შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს - სკეტჩები გაითამაშეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიებას, რომელიც მთელი სოფლის დღესასწაული იყო, უცრემლოდ არ ჩაუვლია.
დირექცია და პედაგოგები მოსწავლეების გულმხურვალე გულშემატკივრები არიან და მათ წარმატებას უსურვებენ ცხოვრების ახალ ეტაპზე.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას