სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზუგდიდის N5 საჯარო სკოლაში ტრანზიციის პროგრამა ამოქმედდა
11-07-2023
-
+


ზუგდიდის N5 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და ინდივიდუალურ შესაძლებლობებს მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. სკოლაში პირველკლასელებს განსაკუთრებულად ელოდებიან და ცდილობენ მათ საუკეთესო პირობები დაახვედრონ. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სკოლაში ტრანზიციის პროგრამა ამოქმედდა.

„სკოლაში ტრანზიიციის პოზიტიური გამოცდილება ბავშვების მომავალი სოციალური, ემოციური და საგანმანათლებლო წარმატების ერთ ერთი განმაპირობებელი ფაქტორია. ბავშვობის ასაკში რამდენიმე გარდამტეხი ეტაპი და მოვლენა არსებობს და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, სწორედ სკოლაში წასვლაა - ერთი გარემოდან, მეორე გარემოში გადანაცვლება. ამ დროს მშობელს, ერთდროულად რამდენიმე შეკითხვა უჩნდება:

• რამდენად უსაფრთხოა სკოლის გარემო ბავშვისთვის?

• რამდენად დაცულად იგრძნობს ბავშვი თავს სკოლაში?

• რამდენად გაუმკლავდება მასწავლებელი ბავშვის განსაკუთრებულ საჭიროებებს სწავლებისა და კომუნიკაციის პროცესში?

სწორედ, ამ გარემოებებიდან გამომდინარე, ჩვენმა სკოლამ გადაწყვიტა, აემოქმედებინა ე.წ ტრანზიციის პროგრამა, რათა ჩვენს პატარა აღსაზრდელებს გაადვილებოდათ ამ გამოწვევებთან გამკლავება“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც პირველკლასელების სკოლაში წარმატებული და ლაღი ტრანზიციისთვის, 28 ივნისს, დირექციამ და პედაგოგებმა პატარა მეგობრებთან შეხვედრა დაგეგმეს და მათთვის ერთი ჩვეულებრივი დღე დღესასწაულად აქციეს.

„სამზადისში თავიდანვე ჩაერთვნენ ჩვენი პედაგოგები -  ნინო ქარჩავა, გულთამზე ბულისკერია და თამარ პირტახია.ზუგდიდის N5 საჯარო სკოლა და მთელი პედაგოგიური კოლექტივი, დიდი სიხარულით ელოდება მომავალი აღსაზრდელების სტუმრობას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება