სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ერისიმედის საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი მუზეუმში
10-07-2023
-
+


სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედის საჯარო სკოლაში საინტერესო 2022-2023 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი აქტივობებითა და ღონისძიებებით, პედაგოგები ხშირად მიმართავდნენ ექსკურსიას, როგორც სასწავლო ღონისძიებას, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და მოტივაციით გამოირჩევა. 

მათ შორის აღსანიშნავია, მოსწავლეთა სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში, რომელიც მოწაფეებს პედაგოგმა - ია პაპალაშვილმა შესთავაზა. მოსწავლეებმა ეთნოგრაფიული და არქეოლოგიური ექსპონატები, ასევე, სახვითი ხელოვნების გალერეა დაათვალიერეს და სკოლაში ახალი შთაბეჭდილებებითა და ინფორმაციით დატვირთულნი დაბრუნდნენ.

სკოლაში მუზეუმის თანამშრომლებს გულითადი მასპინძლობისთვის მადლობას უხდიან. 

„უდიდესი პატივისცემა სიღნაღის ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებსა და პერსონალს ყურადღებისა და გულთბილი გარემოსთვის, უაღრესად საინტერესო ლექციები მოვისმინეთ წმინდა ნინოს მონასტრის, ასევე, თანამედროვე მონეტებისა და ქაღალდის ფულის შესახებ. ინფორმაციული და ემოციებით დატვირთული დღე, მადლობა, პედაგოგ ია პაპალაშვილს საინტერესო დღისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება