სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ამაყი ვარ, რომ მქვია პედაგოგი და ვზრუნავ აღვზარდო ზრდილი და განათლებული მომავალი თაობა“ - ნატო გორგილაძე, ტაკიძეების საჯარო სკოლის დირექტორი
10-07-2023
-
+


„მიყვარს ჩემი პროფესია და ამაყი ვარ რომ მქვია პედაგოგი“- აღნიშნავს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაკიძეების საჯარო სკოლის დირექტორი ნატო გორგილაძე, რომლიც სასკოლო საზოგადოების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს, პროფესიის სიყვარული კი აძლევს მოტივაციას, საუკეთესოდ აკეთოს თავისი საქმე ღირსეული, ერუდირებული და წიგნიერი თაობის აღსაზრდელად. გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს ტაკიძეების საჯარო სკოლის დირექტორ ნატო გორგილაძესთან. 

- ეს სასწავლო წელი იყო...
- სასწავლო აქტივობებით გაჯერებული, ნაყოფიერი და წარმატებული. სკოლაში ჩატარდა არაერთი ღონისძიება, როგორც შიდა სასკოლო, ასევე საქველმოქმედო. შექმნილია არაერთი კლუბი, აქტიურად არიან ჩართული, როგორც მასწავლებლები, ასევე მშობლებიც. სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს სპორტულ, თავისუფალ ჭიდაობაში აჭარის პირველობაც.

- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...
- მადლობას, სასკოლო ცხოვრებაში. მასწავლებლებთან ერთად, აქტიური ჩართულობისათვის. იამაყონ მათი შვილებით!

- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი/დავიხატავდი...
- დღემდე მაქვს შემონახული ჩემი პერანგი, რომელსაც ხშირად ვკითხულობ, განსაკუთრებით ყურადღებას ერთ წინადადებაზე გავამახვილებ: „რა სამწუხაროა როცა საუკეთესო ბავშვური წლები დასრულდა!’’.

- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...
- სამწუხაროდ, ჩვენ არ გვქონდა ის სასწავლო პირობები, რაც ახლა აქვთ აბიტურიენტებს. გახდე სტუდენტი, მიიღო უფასო განათლება, მოხსნა გრანტი, ისწავლო გაცვლითი პროგრამით საზღვარგარეთ. 

- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...
- მათ ელოდებათ თბილი გარემო, კეთილმოწყობილი სკოლა, რაც მთავარია მოსიყვარულე მასწავლებლები. არ შემიძლია აქვე არ აღვნიშნო და მადლობა არ გადავუხადო, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის  მინისტრს, ქალბატონ მაია ხაჯიშვილსა და შუახევის რესურსცენტრის უფროსს, ბატონ ედუარდ გოგრაჭაძეს. მათ იზრუნეს ჩვენი სკოლის კეთილმოწყობაზე და გაულამაზეს ჩვენს პატარებს სასწავლო გარემო.

- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...
„მას მიყვარხართ და შეიძლება ჩაგეხუტო?’’- სიტყვები რომლებიც თან დამყვება.

- მოტივაციას მაძლევს...
- ჩემი მასწავლებლების პასუხისმგებლიანობა, დაუღალავი შრომა და მიღწეული წარმატებები. ჩემი მოსწავლეების უბოროტო და სიყვარულით სავსე თვალები. აგრეთვე მთავარი მოტივაცია ისაა, რომ მე მიყვარს ჩემი პროფესია, ამაყი ვარ რომ მქვია პედაგოგი და ვზრუნავ აღვზარდო ზრდილი და განათლებული მომავალი თაობა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება