სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ალბათ, წინა ცხოვრებაშიც მასწავლებელი ვიყავი, ბავშვივით მიყვარს ჩემი პროფესია“ - მაია ფხაკაძე, ქუთაისის N16 სკოლის დირექტორის მოადგილე
07-07-2023
-
+


„ეს სასწავლო წელი იყო ჩემთვის და ჩემი კოლეგებისათვის ფოიერვერკი“ - აღნიშნავს ქუთაისის N16 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე მაია ფხაკაძე, რომლიც მუდამ წინსვლასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. მისთვის მოსწავლეებთან ურთიერთობა დიდი სიამოვნებაა და დასძენს -  დრო, რომ უკან დაბრუნდეს ისევ იგივე პროფესიას აირჩევდა. Etaloni.ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორის მოადგილე მაია ფხაკაძესთან:

- ეს სასწავლო წელი იყო...

- ჩემთვის და ჩემი კოლეგებისათვის ფოიერვერკი. ჩვენი შრომის შედეგი დაფასდა და მრავალ წარმატებასთან ერთად კულმინაცია გახლავთ ჩვენი მოსწავლის, თამარ ახვლედიანის უპრეცენდენტო გამარჯვება, ის ერთი წლით უფასოდ ისწავლის ამერიკის შეერთებულ შტატებში. 

- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...

- დიდ მადლობას, თქვენი ჩართულობა სკოლის ცხოვრებაში და ჯანსაღი ურთიერთობა ყოველი წარმატების საწინდარია...

- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი/დავიხატავდი...

- მე მიყვარს N16 საჯარო სკოლის ყველა კურსდამთავრებული და ამაყი ვარ მათი წარმატებებით.

- მე, რომ აბიტურიენტი ვიყო...

- კვლავ ავირჩევდი ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიურ ფაკულტეტს (ალბათ წინა ცხოვრებაშიც მასწავლებელი ვიყავი და ბავშვივით მიყვარს ჩემი პროფესია). 

- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...

- ჩემო თეთრგულა მერცხლებო გაგვახარეთ, ფეხბედნიერი იყოს თქვენი მოსვლა ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში.

- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...

- ბევრი დამსახურებული შექება და კომპლიმენტი მიმიღია ჩემი ცხოვრების მანძილზე, ყველაზე უფრო გულში ჩამწვდომი გახლდათ, როდესაც N16 საჯაროში ახალ მისულ პედაგოგს მშობელმა შვილის ნათქვამი გადმომცა - „იცი დედა, ჩვენთან ახალი დირექტორის მოადგილე მოვიდა და თანაც მაგარი ჯიგარიო“ (მაპატიეთ ჟარგონისთვის) მაგრამ ეს სიტყვა გახლდათ ის ხიდი რომელიც მე, ანრის და ყველა ბავშვს გვაერთიანებს.

- მოტივაციას მაძლევს...

- მშვიდობით გათენებული ყოველი დილა, ბავშვების სიყვარული და შვილის წარმატებით გაბრწყინებული მშობლის თვალები და ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი, იცი რომ გყავს შენი სკოლის თანამოაზრე გუნდი „ეტალონი“, რომელიც ჩვენს წარმატებას მთელ საქართველოს გაუზიარებს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება