სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„პირველკლასელებს ელოდებათ კეთილმოწყობილი სკოლა, მოსიყვარულე მასწავლებლები“- რობერტ გელოვანი, ეწერის საჯარო სკოლის დირექტორი
07-07-2023
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლას პროფესიონალი, სასკოლო გარემოს განვითარებაზე ორიენტირებული დირექტორი - რობერტ გელოვანი ჰყავს. მისი ხელმძღვანელობით, მოსწავლე-მასწავლებლებმა არაერთ წარმატებას მიაღწიეს. დირექტორის აზრი სასკოლო საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამჯერად, რობერტ გელოვანმა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე etaloni.ge-სთან ისაუბრა. 

- ეს სასწავლო წელი იყო...

- წარმატებული ჩვენი სკოლისთვის. მოსწავლეთა რაოდენობამ იმატა, რადგან სრულყოფილ მატერიალურ ბაზას დაემატა მაღალკვალიფიციური მასწავლებლები, პროექტებით სწავლების პრაქტიკის საბოლოოდ დამკვიდრება, შეძენილი და მოსწავლეთა მონაწილეობით შექმნილი თვალსაჩინოებები და პოსტერები, არაფორმალური განათლების ხელშემწყობი წრეები და კლუბები. სამივე საფეხურზე მასწავლებლები სთავაზობენ საინტერესო და ასაკისთვის შესაფერის საკლასო გარემოს და აქტივობებს, რაც სკოლის იმიჯზე დადებითად მოქმედებს. საგრძნობლად გაახალგაზრდავდა კოლექტივი - მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის შემადგენლობა. დადებითად იმოქმედა სოციალური დასაქმების პროგრამამ.
ამ სასწავლო წელს განხორციელდა საინტერესო პროექტები და აქტივობები. პროექტი „იმიტირებული სასამართლო“, რომელიც განახორციელა სკოლაში არსებულმა სამოქალაქო კლუბმა „ლიბერა“. პროექტი „ნორჩ მხატვართა პერსონალური გამოფენები“ კლუბ „ქიმერიონის“ მონაწილეობით. შეხვედრა სამხედროებთან გორის სამხედრო აკადემიაში და სკოლაში. პროექტი „გავამწვანოთ სკოლის ეზო“, რომელშიც ჩართული იყო საბუნებისმეტყველო და ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა.
დაწყებითი კლასების კათედრისა და ლიტერატურულ კლუბის მოყვარულთა პროექტი „ჩაის საღამო“. სკოლა აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საერთოშირისო პროექტში. ჩატარდა აქტივობა მედიაწიგნიერებაზე, მათემატიკისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის მიერ და კიდევ მრავალი სხვა, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...

- სკოლაში შექმნილია უსაფრთხო გარემო, სწავლა-სწავლებისთვის საჭირო პირობები. მათ შვილებს აქვთ შესაძლებლობა დაკავდნენ, მათი ინტერესებიდან გამომდინარე, საგნობრივ, სპორტულ და სახელოვნებო წრეებსა და კლუბებში, რომლებიც ხელს შეუწყობენ მათთვის სასურველი მიმართულებით განვითარდნენ.

- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი/დავიხატავდი...

- მშვიდობის მტრედს და კაშკაშა მზეს, რომელშიც ყველა მასწავლებლის ხელმოწერას ჩავატევდი. რამდენიმე წლის შემდეგ სიამოვნებით გავიხსენებდი, თუ რა კვალი დატოვა თითოეულმა მათგანმა ჩემს სულში და ამ სახით ჩემს ჩამოყალიბებაში, როგორიც ვარ.

- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...

- ნაკლები შესაძლებლობები იყო. მახსოვს, რომ ჩავირიცხე, იმ წელს რაიონში სულ 27 აბიტურიენტი გახდა სტუდენტი და ამაყი ვიყავი რაიკომში რომ დაგვიბარეს და ფასიანი საჩუქრები გადმოგვცეს. ახლა, მეტი შანსია გახდე სტუდენტი, მოხვდე გაცვლითი პროგრამით საზღვარგარეთ, მიიღო გრანტი და ისწავლო სრულიად უფასოდ.

- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი, რომ...

- მათ ელოდებათ კეთილმოწყობილი სკოლა, მოსიყვარულე მასწავლებლები, სახელმწიფო უზრუნველყოფს სახელმძღვანელოებით და რაც მთავარია, ბუკებით. რომ არ გადაიღლებიან სწავლით, რადგან ყველაფერს შეისწავლიან თამაშით. ხშირად თავიანთი პატარა ხელებით დაამზადებენ სათამაშოებს და გამოიყენებენ გაკვეთილებზე მასალის უკეთ გასაგებად. ერთი სიტყვით, სულაც არ არის სწავლა დამღლელი.

- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...

- დიდებისგან რამდენჯერმე - მას, რა ადვილია ყველაფრის გაგება, როცა თქვენ გისმენთ. განსაკუთრებით მახსოვს მე-2 კლასელი გოგონა, რომელიც დერეფანში შემომეგება და წერილი გადმომცა, თან გამაფრთხილა, მარტო რომ იქნებით, მაშინ წაიკითხეო. მართალი გითხრათ, ძალიან დამაინტრიგა. კონვერტი გავხსენი და ასეთი რამ ეწერა: „ძვირფასო დირექტორო ბიძია, დღეს ჩვენმა მასწავლებელმა გვითხრა, თურმე, ძალიან ბევრს აკეთებთ ჩვენთვის, ამიტომ ძალიან მიყვარხართ!“ მან მალულად კი გადმომცა ეს სიტყვები, მაგრამ მე გავასაჯაროვე, სახელს არ ვწერ, და მგონია, მეპატიება.

- მოტივაციას მაძლევს...

- ჩემი ძლიერი მასწავლებლები და კომპეტენტური დირექცია. ის საქმიანი ძიების პროცესები და პასუხისმგებლობა დაკისრებული მოვალეობის მიმართ. კიდევ, ჩემი უბოროტო ბავშვები, მოსწავლეები, რომლებიც იმედის თვალით შემომცქერიან და სჯერათ, რომ ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ.
მე-3 კლასმა სასკოლო სასადილო მოითხოვა. აუცილებელია, მათ პირველებმა გაახმოვანეს, თორემ ვიცი, რომ ეს სასწრაფოდ მოსაგვარებელი პრობლემაა. პროექტი შედგენილია, ინფრასტრუქტურა ეცდება უახლოეს პერიოდში დაგვეხმარება პროექტის განხორციელებაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მოსწავლეებს ჩინეთში შეკერილი ფორმები ეცმევათ - სამინისტრო დეტალებზე

ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

მანდატურების ფორმა იცვლება - მინისტრის ბრძანება ძალაშია

ანაზღაურება 3040 ლარია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნა 2 ივლისის ჩათვლით შეგიძლიათ

მასწავლებლის საგამოცდო ქულა ამ დოკუმენტში უნდა ჩაიწეროს - ბრძანება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეები ერთთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს

 

 

 

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება