სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„პირველკლასელებს დავულოცავ​ პირველ ნაბიჯებს და ვუსურვებ ცხოვრების ეს ეტაპი მათთვის დაუვიწყარი იყოს“- ვიოლა აკობიძე, ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორი
07-07-2023
-
+


„ის რაც არასოდეს მოძველდება საკუთრი საქმის სიყვარულია“ - ამბობს ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორი ვიოლა აკობიძე, რომლისთვისაც მოსწავლე-მასწავლებელთა განვითარებაზე ზრუნვა მთავარი საზრუნავია. ის საკუთარ საქმეში გულსა და სულს სდებს და წიგნიერი და ერუდირებული თაობის აღსაზრდელად ძალ-ღონეს არ იშურებს. გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორ ვიოლა აკობიძესთან

- ეს სასწავლო წელი იყო...
- ჩემი სკოლისთვის საინტერესო, სიახლეებით და მრავალი გამოწვევებით დატვირთული. გარდა იმისა, რომ წელი დავასრულეთ აკადემიურად წარმატებულად, აგრეთვე შევძელით სკოლის ისტორიაში პირველად მინი სპორტული სტადიონის მშენებლობა, რომელიც ერთ-ერთი ჯანსაღი ცხოვრების
რესურსია მოსწავლეთა განვითარებისთვის.

-  მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...
- რაც შეიძლება მეტი თავისუფლება და დამოუკიდებლობა მისცენ შვილებს, თუმცა აკონტროლონ, შეუძინონ კლასგარეშე ლიტერატურა და შეახსენონ, რომ გარკვეული დრო დაუთმონ წიგნის კითხვას.

- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი/დავიხატავდი...
- „სულის ყამირზე სულ პირველი კვალგამვლებელი, სიბრძნის მთესავი, მეხრე არის მასწავლებელი, რაც მას ებადა მაგნიტივით ამიტაცნია, მასწავლებელი ყველა კაცზე დიდი კაცია“.

- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...
- ისევ ისე ავირჩევდი პედაგოგის პროფესიას. ის რაც არასოდეს მოძველდება საკუთრი საქმის სიყვარულია, რადგან ერთია, როცა შრომობ და თავად აღწევ წარმატებას საკუთრ საქმეში და მეორე როცა შენი წარმატება სხვის წარმატებაზეა დამოკიდებული. შექცევადობის პრინციპია.

- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...
- რომ მათი სუფთა, წმინდა თვალებით დანახული ცოდნის ტაძარი იმაზე მეტად არის საინტერესო და სახალისო ვიდრე წარმოუდგენიათ. ამიტომ დავულოცავ​ პირველ ნაბიჯებს და ვუსურვებ ცხოვრების ეს ეტაპი მათთვის იყოს დაუვიწყარი, დასაწყისი განათლების, თვითრეალიზაციისა და წარმატებების.

- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...
- მე-7 კლასელი ლიზი ჩოგოვაძის სიტყვები: „ ჩემი ოცნების შემსრულებელი ხართ“ და მესამეკლასელების წრფელი გულით მოძღვნილი სიგელი „დაუღალავი შრომისა და ჩვენზე ზრუნვისთვის“.

- მოტივაციას მაძლევს...
- გამომდინარე ზემოთ აღნიშნულისა ეს ყველაფერი კიდევ მეტ მოტივაციას მაძლევს, მთლიანად ჩემი გული, სული და შესაძლებლობები დავუთმო ჩემი სკოლის მოსწავლეთა და მასწავლებელთა განვითარებას და მათ ინტეგრირებას მომავალში.

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება