| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთის საჯარო სკოლის ხელმძღვანელი ნათია მიქელაძე წარმატებული დირექტორია, რომლისთვისაც მთავარი საზრუნავი მოსწავლე-მასწავლებელთა კეთილდღეობაზე ზრუნვაა. ის ამ კეთილშობილურ საქმეს ღირსეულად ემსახურება და განათლებული საზოგადოების ფორმირებაში საკუთარი წვლილი შეაქვს. გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს კვირიკეთის საჯარო სკოლის დირექტორ ნათია მიქელაძესთან:
- ეს სასწავლო წელი იყო...
- საინტერესო და პროდუქტიული.
- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...
- მეც მშობელი ვარ, ამავე დროს მასწავლებელი. სკოლას ვეტყოდი მადლობას, ჩემი შვილების მიმართ გაწეული შრომისა და სიყვარულისთვის.
- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...
- არ მქონდა ის კარგი პირობები, რაც დღესდღეობით ჩვენს აბიტურიენტებს აქვთ.
- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...
- წინ საინტერესო თავგადასავალი გელოდებათ!
- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...
- „მიყვარხარ! სულ ჩემი მასწავლებელი ხომ იქნები“?
- მოტივაციას მაძლევს...
- ბავშვების სიყვარული და მათთან გატარებული ყოველი წუთი ჩემი ყველაზე დიდი მოტივაციაა, ასევე პასუხისმგებლობა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას