სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა ბოლქვაძე მოსწავლეთა შემოქმედებითი კონფერენციის მასპინძლობისთვის დაჯილდოვდა
06-07-2023
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა გაიმართა. 

მათ შორის, სკოლამ ხულოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით გამართულ მოსწავლეთა შემოქმედებით კონფერენციას უმასპინძლა. დებულების მიხედვით, მოსწავლეებს განსახილველად თემების არჩევა როგორც საგნების, ასევე მათთვის საინტერესო და აქტუალური სექციებიდან შეეძლოთ.

მასში განახლების საჯარო სკოლის შემდეგი მოსწავლეები მონაწილეობდნენ:

  • ქეთევან ოჯახიშვილი - XI კლასი, სამოქალაქო განათლება (საგნის მასწავლებელი დარიკო მელაძე);
  • ლუკა იაკობაძე - X კლასი, მათემატიკა და ისტორია (საგნის მასწავლებლები - დავარ თავართქილაძე, ქეთევან დეკანაძე).
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, საინტერესოდ ისაუბრეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. მათ საინტერესო პრეზენტაციისათვის, სერტიფიკატები გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ მასპინძელი სკოლის დირექტორი ლიანა ბოლქვაძე დაჯილდოვდა. 

შეხვედრას 2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, მასწავლებელი როლანდ შავაძე ესწრებოდა.

„შემოქმედებითი კონფერენციები ხელს უწყობს ბავშვებში სხვადასხვა უნარ-ჩვევების უფრო მეტად განვითარებას, მასწავლებელთა ურთიერთთანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებას და აღიარებას.
სერტიფიკატები, საინტერესო პრეზენტაციისათვის, გადაეცათ მონაწილე ბავშვებს. ასევე, ხელოვნების მასწავლებელს, საკონფერენციო თემების გამსწორებელს ამ სექციაში - თამილა დავითაძეს.
დაჯილდოვდა კონფერენციის მასპინძელი სკოლის ხელმძღვანელი, ქალბატონი ლიანა ბოლქვაძე.
საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრის მონაწილე სკოლების წარმომადგენლებს ადმინისტრაცია მადლობას უხდის. 
მადლობა ხულოს რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ბატონ ედუარდ მიქელაძესა და მისი გუნდის თითოეულ წევრს.
განსაკუთრებული მადლობა, ხულოს პროფესიული კავშირების ხელმძღვანელს, ბატონ ემზარ დეკანაძეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება