სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა ხარაგაულის N3 საჯაროს სკოლის მოსწავლეთა შექმნილი „ხელოვნური ეკოსისტემა“ და საინტერესო პრეზენტაცია
05-07-2023
-
+


დაბა ხარაგაულის N3 საჯაროს სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიმართულებით, სკოლაში სასწავლო წლის მანძილზე არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა გაიმართა. 

მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობა სახელწოდებით  - „ხელოვნური ეკოსისტემა“, რომელიც ხელოვნებისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა, დალი ლურსმანაშვილმა პროექტის - „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ მე - 6 კლასის მოსწავლეებთან ერთად განახორციელა.

მოსწავლეებმა შექმნეს და კლასში პრეზენტაციის სახით წარადგინეს ორი განსხვავებული - უდაბნოსა და ტყის ჰაბიტატის მოდელი, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ორივე მოდელი იყო ულამაზესი.

„პრეზენტატორებმა საინტერესოდ და სიღრმისეულად გადმოსცეს სამუშაო პროცესი:  რესურსების მოძიების, შექმნისა და დამუშავების თანმიმდევრობა, სადაც თვალნათლივ ჩანდა მიზანდასახულობა, გუნდურობა, მაღალი მოტივაცია, პასუხისმგებლობა და თეორიული საკითხების ცოდნა“,- გვიყვებიან სკოლაში. 

პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის დირექცია, ეკოკომიტეტის წევრები, მასწავლებლები და სხვადასხვა კლასის მოსწავლეები.

 „მადლობა დალი მასწავლებელს და მე- 6 კლასის მოსწავლეებს აქტიური მუშაობისათვის და მომავალშიც წარმატებულ და საინტერესო  პროექტების განხორციელებას ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება