სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხარაგაულის N3 სკოლაში, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
04-07-2023
-
+


ხარაგაულის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული.

სკოლაში „ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში, პროექტი - „კონფლიქტების მართვა“ მიმდინარეობდა. აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, ხელოვნების მასწავლებლის, დალი ლურსმანაშვილის ხელმძღვანელობით, VI, VII და VIII კლასის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. მათმა ნამუშევრებმა დამთავლიერებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

პრეზენტაციაზე დირექციის წევრები, მასწავლებლები და სხვადასხვა კლასის მოსწავლეები იყვნენ მიწვეულნი. მოზარდებმა  კონფლიქტის წარმოქმნის მიზეზებსა და მოგვარების გზებზე ისაუბრეს. 

„მოსწავლეების აზრით, უმნიშვნელოვანესია, მოვუსმინოთ ერთმანეთს, პატივი ვცეთ განსხვავებულ აზრს და შევძლოთ კონფლიქტის გადასაჭრელად სწორი და ეფექტური სტრატეგიების შემუშავება. აქტივობამ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.
მადლობა დალი მასწავლებელს, პროექტში მონაწილე მოსწავლეებსა და დამსწრე საზოგადოებას აქტიური ჩართულობისათვის. პროექტში მონაწილე მოსწავლეებმა თემის ირგვლივ არსებული პრობლემები თვალნათლივ და მრავალფეროვნად დაგვიხატეს და საინტერესო წარმოგვიდგინეს პრეზენტაციის სახით“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებისთვის გასვლითი ღონისძიება საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა „მხიარული სტარტები“ და „მუსიკალური თამაშები“
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება