TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მომავალი სასწავლო წლიდან რეაბილიტირებულ სკოლაში სწავლს 1465-ზე მეტი მოსწავლე და 113 თანამშრომელი განაახლებს
30-06-2023
-
+


თბილისის 39-ე საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოებში 1 026 000 ლარზე მეტი დაიხარჯა. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, განახლებულ შენობით მომავალი სასწავლო წლიდან 1465-ზე მეტი მოსწავლე და 113 თანამშრომელი ისარგებლებს. 

„სააგენტოს მიერ, პროექტის სხვადასხვა ეტაპზე, შენობის ოთხივე სართულზე გარემონტდა საკლასო ოთახები, დერეფნები, ფოიე, სააქტო დარბაზი, ექიმის ოთახი, სამასწავლებლო, ბიბლიოთეკა, სველი წერტილები და კიბის უჯრედები; გამოიცვალა კარ-ფანჯარა, განათება და იატაკი. მოეწყო გათბობის, წყალ-კანალიზაციისა და ელექტრო გაყვანილობის ახალი სისტემა. სრულად რეაბილიტირდა შენობის სახურავი, ღობე და წინაფრა. მოეწყო მრავალფუნქციური, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი.

სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებზე: მოწყობილია პანდუსები, ადაპტირებული სველი წერტილები და ლიფტები.

ჯამში 1 026 000 ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოები საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით, ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით განხორციელდა.

შედეგად სკოლის 1465-ზე მეტი მოსწავლე და 113 თანამშრომელი შეძლებს ისარგებლოს განახლებული სასწავლო სივრცეებით; 3 ივლისიდან კი სკოლა ეროვნული გამოცდების აპლიკანტებს უმასპინძლებს კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში“, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება