სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ენაგეთის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელთა შთამბეჭდავი გამოსაშვები ღონისძიება 
30-06-2023
-
+


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ენაგეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

მეოთხეკლასელბი პირველ მასწავლებელს დაემშვიდობნენ. ეს დღე ემოციური იყო როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე პედაგოგ თამარ გოგიაშვილისთვის. 

ამასთან დაკავშირებით, სკოლაში მეოთხეკლასელთა მონაწილეობით საინტერესო ღონისძიება გაიმართა. ზეიმზე, ბავშვებმა ნასწავლი შესანიშნავად წარმოაჩინეს. მათ ასევე შემოქმედებითი უნარები გამოავლინეს და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

მეოთხეკლასელებმა ღონისძიებაზე პირველი პედაგოგის ღვაწლი აღნიშნეს, რომელსაც მათ განათლებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.

​მასწავლებელმა მათ მე-5 კლასში გადასვლა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„ბედნიერი ბავშვობა, სიკეთით სავსე გულები და წარმატებები ყოფილიყოს თქვენი მეგზური, ჩემო საყვარელო პატარებო“, - აღნიშნავს პედაგოგი -  თამარ გოგიაშვილი.

მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება