სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის წარმატებით დასრულება სპორტულ-გასართობი შეჯიბრით აღინიშნა
29-06-2023
-
+


წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

აკადემიური წლის დასასრული სკოლაში „მხიარული სტარტებით“ აღინიშნა, რომელიც სპორტის პედაგოგმა - კესო წურწუმიამ ჩაატარა.

პედაგოგის ხელმძღვანელობით, შეჯიბრში მონაწილეობდნენ I, II ა (ვარსკვლავები ) და I, II ბ (მთიები) კლასების მოსწავლეები, მშობლებთან კლასის დამრიგებლებთან ერთად.

„აქტივობას წინ მოსამზადებელი აქტივობები უძღვოდა, რათა შეჯიბრება ხალისიანი ყოფილიყო როგორც მონაწილე კლასის მოსწავლეებისთვის, ასევე მშობლების, პედაგოგებისა და დამსწრე საზოგადოებისთვის“, - გვიყვებიან სკოლაში.

აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სპორტის სხვადასხვა სახეობაში მონაწილე გუნდები ერთმანეთს ჯანსაღ კონკურენციას უწევდნენ.

შეჯიბრებას ჰყავდა სპეციალურად შერჩეული ჟიური - პედაგოგები, მშობლები და მსაჯი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ემოციით, ენერგიით დატვირთულმა „მხიარულმა სტარტებმა“ ხალისიანი და შთამბეჭდავი გარემო შექმნა.

შეჯიბრის ბოლოს მონაწილე გუნდებს და მის თითოეულ წევრს გადაეცათ დიპლომები და სიგელები აქტივობებში წარმატებული ჩართვისთვის.

სკოლის დირექციამ კი პედაგოგს - კესო წურწუმიას მადლობის სიგელი გადასცა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:









კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება