სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელთა სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია გურიაში
29-06-2023
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით და ნაყოფიერად დასრულდა.

მე-4 ა კლასელები პირველ მასწავლებელს დაემშვიდობნენ. ეს ემოციური და მნიშვნელოვანი მოვლენა იყო როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგისთვის.

მათ მასწავლებელს გაწეული ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს და მასთან ერთად ექსკურსიაზე წავიდნენ.

„დაწყებითი საფეხურის საუკეთესო კლასის მოსწავლეები მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად სასწავლო ექსკურსიით ულამაზეს გურიას ეწვივნენ“, - გვიყვებიან სკოლაში.

ბავშვებმა, ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი მოინახულეს, ერკეთის დედათა მონასტერი მოილოცეს, ასევე დიდი ინტერესით გაეცნენ საქართველოს ღირსშესანიშნაობათა მინიატურულ მოდელებს შეკვეთილში და როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მუსიკალურ პარკში გაერთნენ.

აღნიშნულ დღეს ბავშვებმა საინტერესო ინფორმაციები მიიღეს, დრო ნაყოფიერად და ხალისიანად გაატარეს.

„დღის ბოლოს საკუთარ საზაფხულო გეგმებზეც ისაუბრეს და საინტერესო არდადეგების მოლოდინით ერთმანეთს დაემშვიდობნენ“, - გვიყვებიან სკოლაში.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს, რაზეც სასკოლო საზოგადოება ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება