სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N21 სკოლის მოსწავლეთა წარმატება შემოქმედებით ოლიმპიადაში
29-06-2023
-
+


ქუთაისის N21 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ საინტერესო ღონისძიებასა თუ პროექტში ჩაერთნენ. 

მოსწავლეები - ნიკოლოზ იმედაძე და ნათია ნემსაძე მოსწავლეთა შემოქმედებით ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ. მათ ღირსეულად იასპარეზეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და საპირიზო ადგილები დაიკავეს. ნიკოლოზ იმედაძემ ჟანრში - ზეპირსიტყვიერება პირველი, ხოლო ნათია ნემსაძემ ჟანრში - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მესამე ადგილი დაიკავა. 

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადა ქართული ესტრადის, ქართული ხალხური სიმღერის, ზეპირსიტყვიერების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, ქორეოგრაფიის ჟანრებში ტარდებოდა. 
 
ღონისძიებას ქუთაისის მერი - იოსებ ხახალეიშვილი, საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარე - ბექა ქებულაძე, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი - მაია ცქიტიშვილი ესწრებოდნენ.

საპრიზო ადგილებზე გასულ მოსწავლეებს ქალაქის მერმა ფულადი ჯილდოები და მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადისთვის დაწესებული სპეციალური პრიზები გადასცა.

სკოლა წარმატებებს გამარჯვებულებსა და მათ მასწავლებლებს - ნონა მამრიკიშვილსა და ნინო ჟვანიას, ულოცავს. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება