| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და მიღწევებზე დადებითად აისახება.
ამჯერად, მოსწავლეებმა წარმატებით ფრენბურთის შეჯიბრში იასპარეზეს. ფრენბურთელ გოგონათა გუნდმა შეჯიბრში პირველი ადგილი დაიკავა.
მოსწავლეები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანებამ თასითა და დიპლომებით დააჯილდოვა.
ფრენბურთში შეჯიბრი წყალტუბოს სპორტის სასახლეში სკოლებს შორის გაიმართა. შეჯიბრში ექვსი სკოლა იყო ჩართული.
სკოლის დირექტორის შორენა ქორიძის თქმით, გვიშტიბის სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლე გოგონების ჩართულობა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მიმართულებით, საკმაოდ მაღალი დინამიურობით წარმოჩინდა.
შეჯიბრში მონაწილე მოსწავლეებმა საკუთარი ინიციატივების მხარდაჭერა მიიღეს, როგორც მასწავლებლებისგან, ასევე სასკოლო საზოგადოებისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელობისგან. მათ მონაწილე გუნდების მეგობრულ შეხვედრებს გაუწიეს ორგანიზება, ბოლოს კი დააჯილდოვეს.
„უღრმესი მადლობა მათ გაწეული მხარდაჭერისთვის. ინიციატივების მხარდაჭერა გრძელდება და ვფიქრობთ მომავალი სასწავლო წლიდან უფრო მეტი საშუალო საფეხურის მოსწავლე და სკოლა იქნება ჩართული სხვადასხვა სპორტის სახეობაში. წელს კი მხოლოდ ექვსმა სკოლამ მიიღო მონაწილეობა“,- დასძენს დირექტორი.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას