სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კერძო სკოლებში სწავლის საფასური გაიზრდება - კვლევის შედეგები
27-06-2023
-
+


ზოგადი განათლების ბაზრის მთლიანი ღირებულება 2023 წელს 1.5 მილიარდ ლარს აღემატება და როგორც „თიბისი კაპიტალის“  ზოგადი განათლების ბაზრის კვლევაშია აღნიშნული, 2022-2023 სასწავლო წელს კერძო სკოლების ფასმა საშუალოდ 6,500 ლარი შეადგინა. 

2022-2023 სასწავლო წელს 2,086 საჯარო და 216 კერძო სკოლა ფუნქციონირებდა საქართველოში. საჯარო სკოლების რაოდენობა თითქმის უცვლელია, ხოლო კერძო სკოლების რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში კლებულობს. 

აღნიშნულის მიზეზად კვლევაში წერია, რომ პანდემიის მიერ შექმნილი გამოწვევების, მაღალი ფიქსირებული ხარჯებისა და მაღალი კონკურენციის პირობებში, ზოგიერთმა კერძო სკოლამ დატოვა ბაზარი ან შეუერთდა სხვა სკოლას, რამაც საერთო ჯამში კერძო სკოლების რაოდენობის შემცირება გამოიწვია. 2018 წლიდან 2021 წლის ჩათვლით, კერძო სკოლების წილი სკოლების ჯამურ რაოდენობაში სტაბილურად 10%-ს შეადგენდა, ხოლო 2022 წელს 9%-მდე შემცირდა, 

„კერძო სკოლების ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით, მათი შემოსავლები მნიშვნელოვნად იზრდებოდა 2018-2021 წლების პერიოდში. 2021 წლის ბოლოსთვის, ჯამურმა წლიურმა შემოსავალმა 176 მილიონ ლარს მიაღწია. კერძო სკოლების საშუალო EBITDA მარჟა სტაბილურია, თუმცა 2020 წელს მარჟამ 25%-ს მიაღწია, რაც აღნიშნულ პერიოდში სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის შედეგად შემცირებული საოპერაციო ხარჯებით აიხსნება. რაც შეეხება წმინდა მოგების მარჟას 2020 წელს 13%-დან 10%-მდე შემცირდა წინა წელთან შედარებით. 2021 წელს გაზრდილი წმინდა მოგების შესაბამისად, აღნიშნული მაჩვენებელი მაღალ ნიშნულს, 18%-ს დაუბრუნდა.

საჯარო სკოლებთან შედარებით მოთხოვნა კერძო სკოლებზე ბოლო წლების განმავლობაში მეტად მზარდია. გამონაკლისი იყო პანდემიური წელი, როდესაც ლარის სწრაფად გაუფასურებამ ზოგიერთი კერძო სკოლის ინდექსირებული სწავლის საფასური მკვეთრად გაზარდა, მეორე მხრივ კი, მოსახლეობის შემოსავლების შემცირებამ მოსწავლეთა საჯარო სექტორში დენადობას შეუწყო ხელი. პანდემიური წლის შემდეგ შეინიშნება მოსწავლეთა რაოდენობის აღდგენა კერძო სკოლებში.

კერძო სკოლების ფასი მზარდია და 2022-2023 სასწავლო წელს საშუალოდ 6,500 ლარი შეადგინა. მომდევნო წელსაც მოსალოდნელია ფასების 5-10%იანი ზრდა.

მოსახლეობის შემოსავლების ანალიზმა აჩვენა, რომ საშუალოდ ქართული ოჯახი 2023 წელს, თავისი შემოსავლის დაახლოებით 37%-ს ხარჯავს კერძო სკოლის გადასახადში. ბოლო 5 წლის განმავლობაში, ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი იყო  2020-პანდემიურ წელს, რაც შემცირებული შემოსავლებით აიხსნება. ბოლო ორი წელი ხელმისაწვდომობა კერძო სკოლებზე გაზრდილია. იქედან გამომდინარე, რომ სწავლის საფასური არ შემცირებულა, კერძო სკოლებზე გაზრდილი ხელმისაწვდომობა გაზრდილი საშუალო შემოსავლებით აიხსნება“, - აღნიშნულია კვლევაში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ქულა, რომელიც სპეცმასწავლებელბს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის სჭირდებათ - ცვლილება ტესტირების წესში  

გამოსაცდელთა საყურადღებოდ - დამატებითი გამოცდის ჩაბარება აუცილებელი პირობაა

 ანაზღაურება 3490 ლარია - რა თანამდებობაზე გამოაცხადა ვაკანსია მანდატურის სამსახურმა 

ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - დეტალები

სხვა უმაღლესში გადასვლას მხოლოდ ეროვნულების ჩაბარების შემდეგ შეძლებთ - რომელ სტუდენტებს ეხება მინისტრის გადაწყვეტილება

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება