სიახლეები
სიახლეები

სახელმძღვანელოების ავტორების საყურადღებოდ! - გრიფის მინიჭების წესში ცვლილება შევიდა
26-06-2023
-
+


სასკოლო სახელმძღვანელოებისთვის გრიფის მინიჭების წესში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, გრიფირებაში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელმა სამინისტროსთვის წარსადგენ დოკუმენტებს უნდა დაუმატოს კიდევ ერთი ქვეპუნქტი: „კ) სახელმძღვანელოს მაკეტში შემავალი ნაწარმოების ავტორის სახელი, გვარი ან/და ფსევდონიმი  (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იმ შემთხვევაში, თუ ნაწარმოების ავტორი თავად არ არის სახელმძღვანელოს მაკეტის ავტორი“.

I, II, III და IV კლასების ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოები გამოქვეყნდა

წარსადგენი დოკუმენტები:

ა) განაცხადი (შევსებული ელექტრონულად, შესაბამისი რეკვიზიტების დაცვით, პრინციპით: ერთი შესარჩევი ერთეული − ერთი განაცხადი);

ბ) ანკეტა (შევსებული ელექტრონულად, პრინციპით: ერთი სახელმძღვანელოს მაკეტი − ერთი ანკეტა);

გ) სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის:

გ.ა) სრული, ფერადი ვერსიის ერთი ნაბეჭდი ეგზემპლარი (მატერიალურად), იმ ფორმით, რა ფორმითაც განმცხადებელს განზრახული აქვს მისი გამოცემა გრიფის მინიჭების შემთხვევაში;

გ.ბ) ორი შავ-თეთრი ნაბეჭდი ეგზემპლარი (მატერიალურად) იმ სახით, რომლითაც გამოირიცხება საავტორო უფლების მფლობელის ან/და ავტორის იდენტიფიცირება;

გ.გ) ფერადი ვერსიის ელექტრონული ეგზემპლარი (PDF ფორმატში) იმ სახით, რომლითაც გამოირიცხება საავტორო უფლების მფლობელის ან/და ავტორის იდენტიფიცირება, ამასთან ყოველ გვერდზე წარწერით „Do n’t Copy“.;

მეთერთმეტეკლასელები 2 საგანს ძველი წიგნებით ისწავლიან - რომელ სახელმძღვანელოებს არ მიენიჭა  გრიფი

დ) ავტორის/საავტორო უფლების მფლობელის თანხმობა (ელექტრონულად და მატერიალურად (დედანი)), მასზედ რომ:

დ.ა) სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი წარდგენილ იქნეს გრიფის მინიჭებაზე, ხოლო გრიფის მინიჭების შემთხვევაში − სალიცენზიო ხელშეკრულებით, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ სააგენტოს გადაეცეს აღნიშნული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის ჩვეულებრივი ლიცენზიით სარგებლობის უფლება, კერძოდ: რეპროდუცირების, გავრცელების/მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის და ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენების უფლება;

დ.ბ) ამ წესის მე-18 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოში/სერიაში;

ე) პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ატვირთული ელექტრონულად), თუკი განმცხადებელი სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის ავტორი ფიზიკური პირია, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში − მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერი (ატვირთული ელექტრონულად) და ინფორმაცია (ატვირთული ელექტრონულად), რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია და არც მის ქონებას არ ადევს ყადაღა. არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს თავისი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა რეგისტრაციის ფაქტის, ასევე იმის შესახებ, რომ არ ხორციელდება არარეზიდენტი იურიდიული პირის (სათაvო ოფისის) რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. ასეთ შემთხვევაში ცნობა დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;

ვ) განმცხადებლის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ელექტრონულად) და წარმომადგენლის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ელექტრონულად), თუ განმცხადებელს განაცხადი შემოაქვს წარმომადგენლის მეშვეობით ან განმცხადებლი იურიდიული პირია). არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში − შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი მსგავსი დოკუმენტი დამოწმებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი (ელექტრონულად და მატერიალურად (დედანი));

ზ) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში − თავისი რეგისტრაციის ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან წარმოდგენილი ცნობა (ატვირთული ელექტრონულად და მატერიალურად (დედანი)), მასზედ რომ არ ხორციელდება ამ იურიდიული პირის (სათავო ოფისი) რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. იგი დამოწმებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;

თ) გრიფირების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ატვირთული ელექტრონულად).

მინისტრის ბრძანებით, განმცხადებელს ინფორმაციის წარსადგენად 10-დღიანი ვადა ეძლევა: „2023 წელს სახელმძღვანელოს მაკეტისთვის გრიფის მინიჭების შემთხვევაში, განმცხადებელმა ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია სამინისტროს წერილობით წარუდგინოს, გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში“, - აღნიშნულია დოკუმენტში.


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

„შეუძლია შემოხაზოს - 1 ქალაქი, 1 ფაკულტეტის პრინციპით, ანუ გასაგებია, რომ ის პროგრამა რაც არ იქნება, ფიზიკურად ვერ შემოხაზავს“

რეფორმა საბავშვო ბაღებსაც შეეხება - „სამინისტრო მუშაობს...“

მოსწავლეებისთვის მობილურებთან ერთად საათებიც აიკრძალება - შეზღუდვა კერძო სკოლებზეც გავრცელდება

„გადაწყვეტილება მიღებულია...“ - მინისტრის მოადგილე თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანებაზე 

„პირველკლასელთა აკადემია“ - უნიკალური საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც მომავალ მოსწავლეებს სკოლისთვის ამზადებს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

შეხვედრის ფარგლებში ავტორი მოსწავლეებს ესაუბრა წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე

ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღე 2 თებერვალს აღინიშნება

 

ბაშვებმა საკითხის შესახებ საკუთარი აზრი დააფიქსირეს და ბულინგი კომიქსების, ნახატების და პლაკატების საშუალებით დაგმეს

სკოლაში მადლობას უხდიან ყველას ვისაც ასეთი შთამბეჭდავი ღონისძიების გამართვაში მიუძღვის წვლილი

საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შესვენების დროს მთავარი წესი ტექნოლოგიებისგან სრული გამოთიშვაა

სიახლეები
საზოგადოება