სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

მსოფლიოს ყველაზე უჩვეულო და უცნაური სკოლები
24-06-2023
-
+


სწავლა ხანგრძლივი პროცესია, რომელიც უამრავ დროსა და რესურს მოითხოვს. საგანმანათლებლო დაწესებულების - სკოლის მიზანი კი სწორედ ესაა, ადამიანებს საჭირო ცოდნა შესძინოს და ის უნარები განუვითაროს, რომლებიც მათ ცხოვრებაში აუცილებლად გამოადგებათ.

თუმცა, სამწუხაროდ, ზოგიერთ ქვეყანაში ბავშვებს, განათლების მიღების შესაძლებლობა არ აქვთ.  სხვადასხვა მიზეზიდან - სიდუხჭირისა და ქვეყნის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ისინი ელემენტარულ ცოდნასაც კი ვერ იძენენ. სწორედ ამიტომ, ადგილობრივებმა ააშენეს ისეთი დაწესებულებები, რომლებმაც თანამედროვე სკოლა ჩაანაცვლეს. შენობები რადიკალურად განსხვავდება ჩვეულებრივი სკოლებისგან, თუმცა მათ საერთო მიზანი - ბავშვების განათლება აერთიანებთ.

„ეტალონი“ წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე უჩვეულო სკოლებს, რომლებიც დაგარწმუნებთ იმაში, რომ მთავარი სწავლის წყურვილია.

დონგზჰონგის დაწყებითი სკოლა, ჩინეთი

გუიჯოუს რეგიონი ჩინეთის უღარიბეს პროვინციებს შორის ერთ-ერთია. გვალვის გამო, რეგიონში, ადამიანების სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი - წყალი და საკვები ფუფუნებას წარმოადგენდა. განათლებაზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო, ამისთვის მათ შესაბამისი დაწესებულება - სკოლა სჭირდებოდათ, რაც უკიდურესი სიღარიბის გამო არ არსებობდა. სწორედ ამიტომ, 1984 წელს ადგილობრივებმა სკოლა გამოქვაბულში გახსნეს.

მას, კარგი აკუსტიკისა და მდიდარი ფაუნის სახით, ჩვეულებრივ, სტანდარტულ სკოლებთან შედარებით უპირატესობაც ჰქონდა - ეს მასწავლებელს მუსიკისა და ბიოლოგიის გაკვეთილების ჩატარებაში ეხმარებოდა.

დონგზჰონგის დაწყებითი სკოლა 2011 წელს, ჩინეთის ხელისუფლების განკარგულებით დაიკეტა.



ბანგლადეშის „მცურავი“ სკოლები

იმის გამო, რომ ქვეყანა დატბორვისკენაა მიდრეკილი, ბანგლადეშის განათლების სისტემა ცდილობს არსებულს მდგომარეობას მოერგოს.

ყოველწლიურად ორჯერ მაინც ხდება წყალდიდობა. სწორედ ამიტომ, ადგილობრივმა არაკომერციულმა ორგანიზაციამ Shidhulai Swanirvar Sangstha ააშენა „სკოლების სერია“ რომლებიც ცურავენ - ნავებზე. ეს სკოლები, ერთი სახურავის ქვეშ აერთიანებს საკლასო ოთახის ყველა ჩვეულ მახასიათებელს.

ეს ინოვაციური სასწავლო ცენტრები მთელი წლის განმავლობაში ფუნქციონირებს. მასწავლებლები აგროვებენ თავიანთ მოსწავლეებს, იკრიბებიან, ნავსადგურზე დგებიან და სწავლისთვის ემზადებიან. გაკვეთილის დასრულების შემდეგ, პედაგოგები ნავებით აბრუნებენ თავიანთ მოსწავლეებს სახლში.



კარაჩის სკოლა(ავტობუსში)

არაკომერციულმა ორგანიზაციამ ყარაჩიში ახალი მნიშვნელობა მისცა ფრაზას - „სასკოლო ავტობუსი“ . რას ხედავთ, როდესაც ფიქრობთ სკოლის ავტობუსზე? ალბათ წარმოიდგენთ დიდ ყვითელ მანქანას, რომელსაც ბავშვები ექსკურსიაზე მიჰყავს.

​თუმცა, კარაჩიში ავტობუსი სკოლის ფუნქციას ითავებს.

1993 წლიდან მოყოლებული, მოქალაქეთა განათლების განვითარების ფონდი იყენებს ინოვაციურ საშუალებებს, რათა მიაღწიოს თავის მთავარ მიზანს -  წიგნიერება ყველასათვის. ავტობუსი ცვლებით ათვალიერებს უბნებს, ატარებს ოთხ სესიას - თითო ორსაათიანი, დაახლოებით 160 მოსწავლისთვის დღეში. მობილური სასკოლო ავტობუსი სთავაზობს სწავლას 5-დან 14 წლამდე ასაკის მოსწავლეებს და მიზნად ისახავს მათ მხარდაჭერას, როდესაც ისინი მიმართავენ სხვა აკადემიურ დაწესებულებებს.

 

გულუს დაწყებითი სკოლა

მას მხოლოდ ერთი მასწავლებელი მართავდა. მთიან რაიონში მცხოვრებ მოსწავლეებს სკოლაში მისასვლელად სახიფათო გზის გავლა უწევდათ და მინიმუმ ხუთი საათი სიარული.

სკოლა 2011 წლის ნოემბერში დაიხურა. მოსწავლეები და მათი მასწავლებელი ადგილობრივ სკოლაში, მთების ქვემოთ გადაიყვანეს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება