სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ეროვნული გამოცდების სამოქმედო გეგმა და ამოცანები - სპეციალური პროგრამები უკვე ჩაწერილია ლეპტოპებში
25-06-2023
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის გელა გელაძის ხელმძღვანელობით 2023 წლის გამოცდების საორგანიზაციო ჯგუფის სხდომა გაიმართა, სადაც ჯგუფის წევრებმა გამოცდების მზადებასთან დაკავშირებული საკითხები დეტალურად განიხილეს. 
 
შეხვედრის ფარგლებში ჯგუფმა საჭიროებების გათვალისწინებით იმ სამოქმედო გეგმასა და კონკრეტულ ამოცანებზე იმსჯელა, რომლებიც უნდა შეასრულოს გამოცდების ლოგისტიკურ ნაწილში ჩართულმა თითოეულმა უწყებამ. საუბარი შეეხო საგამოცდო ცენტრების დენის უწყვეტი მომარაგების, სასწრაფო და სახანძრო დახმარების უზრუნველყოფის, გზების მოწესრიგების, ტრანსპორტირებისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
 
აღსანიშნავია, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აქტიურად მიმდინარეობს წინასაგამოცდო სამზადისი. სპეციალური პროგრამები უკვე ჩაწერილია ლეპტოპებში.  ამობეჭდილია პასუხების ფურცლები და დამხმარე მასალები, ასევე გამზადებულია შავი სამუშაოსათვის განკუთვნილი ფურცლები – ამჟამად მიმდინარეობს მათი ცენტრებად განაწილების პროცესი. 
 
 მიმდინარე კვირიდან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იწყებს 24 საგამოცდო ცენტრის შესაბამისი ინვენტარით აღჭურვის პროცესს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოცდო ცენტრებში ვიდეოკამერების მონტაჟი, აგრეთვე, კომპიუტერული და ელექტრო ქსელის დასამონტაჟებლად საჭირო მასალების ტრანსპორტირება. 
 
გამოცდების მაღალ დონეზე უზრუნველყოფის მიზნით, საორგანიზაციო ჯგუფი ყოველ წელს იქმნება. ჯგუფი დაკომპლექტებულია წარმომადგენლებით შემდეგი უწყებებიდან: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტი, სსიპ მანდატურის სამსახური, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, სს „თელასი“, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“, შპს მაგთიკომი, შპს სქაიტელი.
 
წელს საგამოცდო ცენტრები გაიხსნება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.  წელს პირველად საგამოცდო ცენტრი გაიხსნება ამბროლაურშიც.
 
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე მასწავლებლის საგნის გამოცდისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის ჯამში 75 ათასზე მეტი მსურველია დარეგისტრირებული. 
 
2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება, საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულნი კი საგამოცდო პროცესში 6 ივლისიდან ჩაერთვებიან. 12 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატები საერთო სამაგისტრო გამოცდას  27-28 ივლისს ჩააბარებენ.
 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება