| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა მონაწილეობით, წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო პროექტი ჩატარდა.
ერთ-ერთი ასეთი პროექტი - „ჩემი ანიმაციური მე“ სკოლის VI კლასში კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილზე მასწავლებელმა - ეკატერინე ჩიტაურმა განახორციელა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტი ძალიან სახალისოდ წარიმართა, მოსწავლეებმა თავიანთი პროექტები ანიმაციური პერსონაჟებით წარადგინეს, რომლებსაც ფიქრობდნენ, რომ ჰგავდნენ.
მათ წარმოადგინეს მასწავლებლის პერსონაჟიც, რომელმაც როგორც სკოლაში გვიყვებიან, დიდი მხიარულება და სასიამოვნო ემოცია გამოიწვია, როგორც მასწავლებელში, ასევე მოსწავლეებში.
„ამით მათ გამოხატეს მასწავლებლის მიმართ დიდი სითბო და სიყვარული“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მოსწავლეებმა პროექტზე მუშაობისას შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და საჭირო ცოდნა შეიძინეს.
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს, მასწავლებელსა და სკოლას. გისურვებთ მრავალი პროექტის განხორციელებას!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა