| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლის დირექტორი პეტროს ტონოიანი ბავშვებზე შეყვარებული პიროვნებაა, რომლისთვისაც დიდი პატივია საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწეობა, იმ იმედით, რომ განათლებული საზოგადოების ფორმირებაში თავის წვლილს შეიტანს. როგორც თავად აღნიშნავას, მისთვის მამოტივირებელია მოსწავლეების გულუბრყვილო თვალებში სიკეთეს და ახლის გაგების სურვილის დანახვა. Etaloni.ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ პეტროს ტონოიანთან.
- ეს სასწავლო წელი იყო...
- ძალიან დატვირთული საინტერესო აქტივობებით. სკოლა გამოვიდა პანდემიის რეჟიმიდან. იმას ვგულისხმობ, რომ მთლიანად აღდგა პირისპირ მეცადინეობა და რაც პანდემიის გამო დანაკლისი ჰქონდათ მოსწავლეებს წინა წლებში, ანაზღაურდა. ჩვენი სკოლა მცირე კონტინგენტიანია. შარშან არ გვყავდა მე-12 კლასი, წელს კი ორმა მოსწავლემ დაამთავრა და გზა დავულოცეთ მომავალ ცხოვრებაში. ეს სასწავლო წელი მდიდარი იყო კლასგარეშე აქტივობებით, მრავალი ღონისძიება ჩატარდა სკოლაში, შიდასასკოლო თუ სკოლათაშორისო. ალათუმნის მოსწავლეები მონაწილეობდნენ ეროვნულ ოლიმპიადებში. ჩვენი მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად წარმატებით გამოვიდა ეროვნულ კონფერენციაზე და სერტიფიკატები მოიპოვა. ასევე, სკოლამ განახორციელა პროექტი დედამიწის დღესთან დაკავშირებით - „დავიცვათ ბუნება ყოველდღე“. პროექტის ფარგლებში მოაწყვეს მთელი სოფლის დასუფთავების აქცია, რაც დადებითად აისახა ბავშვთა შემეცნებაზე. შეიძლება ითქვას,რომ მოსწავლეთა აკადემიური მოსწრებაც ნორმალურია.
- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...
- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი, რომ ძალიან კარგი შვილები ჰყავთ და უფრო მეტი ყურადღება და დრო უნდა დაუთმონ, შვილებისადმი მხარდაჭერა და სკოლასთან თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის საწინდარია.
- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი/დავიხატავდი...
- „ადამიანებო, გვიყვარდეს ერთმანეთი!“, რადგან დედამიწას ძალიან სჭირდება სითბო და სიყვარული.
- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...
- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი, ერევანში ვაპირებდი სწავლის გაგრძელებას და ძალიან განვიცდიდი ჩემი ახლობლების დატოვებას. მაშინ ქართული ენა არ ვიცოდი, თორემ საქართველოში ვისწავლიდი.
- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...
- კარგად ისწავლეთ, განათლება არის ყოველი სიკეთის თავი და ბოლო; აღიზარდეთ ღირსეულ პიროვნებებად!
- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...
- „მასწავლებელო, შენ ჩემი ძმა ხარ!“
- მოტივაციას მაძლევს...
- როცა, ჩემი მოსწავლეების ბავშვურ, გულუბრყვილო თვალებში სიკეთეს და ახლის გაგების სურვილს ვხედავ და ვგრძნობ, რომ მათ ვჭირდები...
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა