სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N16 საჯარო სკოლის პირველკლასელებს პედაგოგმა ანბანის სწავლის დაწყება ზეიმად უქცია 
27-10-2025
-
+


ქუთაისის N16 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს. 

პატარებმა წიგნიერების სამყაროში დიდი სიხარულითა და შემართებით შეაბიჯეს.

მათ მოტივაციაზე კი მზრუნველმა და მოსიყვარულე ნინო მასწავლებელმა იზრუნა და პატარებს საანბანო პერიოდის დაწყება ზეიმად უქცია.  

პირველკლასელები პირველ ასო-ბგერებს გაეცნენ და საზეიმო, სასწავლო-შემეცნებითი თუ სახალისო აქტივობები დიდი ენთუზიაზმით შეასრულეს.

„ბედნიერი დღეა დღეს ქუთაისის N16 საჯარო სკოლის პირველკლასელთათვის. დღეს ჩვენს სკოლაში ახალი სიცოცხლე შემოიჭრა - ნანო მასწავლებელმა თავის პატარა მერცხლებთან ერთად ანბანი შემოაბრძანა ლამაზ საკლასო ოთახში. როგორ ანათებდა ბავშვების თვალები სიხარულითა და მოლოდინით! ოთახი დღეს განსაკუთრებულად ლამაზად იყო მორთული, თითქოს თითოეული კუთხე სიყვარულითა და მზრუნველობით იყო გაჯერებული. ანბანის შემობრძანების ზეიმი ჩვენთვის მხოლოდ დღესასწაული კი არაა - ეს არის ახალი გზის დასაწყისი, რომელსაც ერთად გავუყვებით.

ყველაფერი, რაც დღეს გარშემო გვახარებს, მშობლებისა და პედაგოგის ერთობლივი შრომის შედეგია. ნანო მასწავლებლის სითბო და პროფესიონალიზმი, მშობლების მხარდაჭერა და ბავშვების ცნობისმოყვარე გულები ქმნის იმ განსაკუთრებულ გარემოს, სადაც სწავლა ბედნიერებად იქცევა. ამ დღიდან იწყება პატარა მერცხლების დიდი ფრენა, და ჩვენ  გვჯერა, რომ ისინი აუცილებლად მიაღწევენ თავიანთ მიზნებს, რადგან გვერდით ჰყავთ ნანო მასწავლებელი და ასეთი მოსიყვარულე გარემო.

გმადლობთ ყველას ამ დაუვიწყარი დღისთვის. მოდი, ერთად ვუყუროთ მომავალს იმედით და სიყვარულით!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მასწავლებლის შემოქმედებითობა და მოსწავლეთა აქტიურობა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება