| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტები ტარდება, რომლებშიც მოსწავლეები მონდომებით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლაში პროექტი სახელწოდებით - „ზოოპარკი“ განხორციელდა, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები.
მოსწავლეებმა პროექტის პრეზენტაცია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე წარადგინეს.
პროექტს ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ლია რამიშვილი.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მასში ასევე აქტიურად იყო ჩართული ზემოსურების საჯარო სკოლის რუსული ენისა და შუასურების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი - ია ჟღენტი.
„პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი შექმნილი- (გამოძერწილი) ზოოპარკის მაკეტი და თავიანთი შექმნილი კედლის გაზეთი - „ზოოპარკი“, - გვიყვებიან სკოლაში.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-4, მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეები.
მათ ცოდნა და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
მეოთხეკლასელებმა მინი-ზოოპარკი ინგლისურ-ქართულად წარმოადგინეს, ხოლო მეექვსე და მეშვიდე კლასების მოსწავლეებმა კი რუსულ-ქართულად.
ღონისძიებაზე სახალისო მუსიკალური ნომერიც შესრულდა და დასასრულს მინი-დისკუსია გაიმართა აუდიტორიაში თემაზე - „უნდა არსებობდეს, თუ არ უნდა არსებობდეს ზოოპარკი?“
დისკუსია, როგორც სკოლაში გვიყვებიან, საინტერესოდ წარიმართა.
ღონისძიებას მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ.
„ღონისძიების დასასრულს მონაწილე მოსწავლეებს სათანადო უკუკავშირი მიეცათ და სკოლის დირექციამ ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა“, - ამბობენ სკოლაში.
მსგავსი ღონისძიებები და პროექტები მოსწავლეთა შემოქმედებით უნარებს ავითარებს, რაზეც სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
განაცხადის ვადები, კვალიფიკაცია და სხვა დეტალები
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა