სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თქვენ ჩვენთვის შეუცვლელი დარჩებით“ - მოსწავლის ემოციური წერილი პედაგოგ მელანია დოლიძეს
15-06-2023
-
+


სპორტის მასწავლებელმა მელანია დოლიძემ სკოლაში შრომითი ხელშეკრულება დაასრულა. მას, როგორც ბავშვებისთვის გამორჩეულ პედაგოგს მისი მოსწავლე ბარბარე კონცელიძე ემოციური სიტყვით გამოემშვიდობა.

აღსანიშნავია, რომ პედაგოგი განსაკუთრებით უყვართ მოსწავლეებს, სწორედ ამიტომ მასთან დამშვიდობება ბავშვებს ძალიან გაუჭირდათ.

როგორც ბარბარე აღნიშნავს, მას მასწავლებელი უზომოდ უყვარს, ის ყვება თუ რამდენად თბილი და მოსიყვარულე იყო ბავშვებისთვის და რამდენად დიდი ადგილი დაიკავა თითოეული მათგანის ცხოვრებაში.

გიზიარებთ წერილს, რომლიც ბარბარე კონცელიძემ საყვარელ პედაგოგს მიუძღვნა. 

„მოკლედ, მელანია მას დავიწყებ იქედან, რომ უზომოდ მიყვარხართ. როდესაც ჩემი მასწავლებელი გახდით, იმ დღიდანვე უზომოდ შემიყვარდით. ისიც ძალიან კარგად მახსოვს, რომ მითხარით - „გამარჯობა, მე მელანია მასწავლებელი ვარ“ და ამის შემდეგ ხელი ჩამომართვით. არ ვიცი, როგორ აღგიწეროთ, თუ როგორ უზომოდ მიყვარხართ... მე თქვენ მთელი გული გენდობოდით და გენდობით კიდეც. მართლა ისეთი ხართ, რომ სიტყვები არ მეყოფა აღსაწერად. თქვენზე შემიძლია ნებისმიერ დროს ვისაუბრო მოუბეზრებლად. დღითი დღე, უფრო და უფრო მიყვარდებით. ძალიან არ მინდა 15 ივნისი, იმიტომ რომ ამ დღის შემდეგ სკოლაში ვეღარ გნახავთ. ამის გამო გული ძალიან მტკივა. ყოველთვის თბილი, ტკბილი და მოსიყვარულე იყავით, ჩვენთვის თქვენ  შეუცვლელი დარჩებით. ძალიან გაგვიჭირდება იმ ფაქტთან შეგუება, რომ სკოლაში ვეღარ გნახავთ. თქვენთან ბავშვებს ნებისმიერ თემაზე შეგვიძლია საუბარი, რადგან თქვენზე კარგად ვერავინ გვიგებს. ერთ წელში ძალიან ბევრი საუკეთესო მოგონება დაგვიტოვეთ, ამას მე ძალიან გიფასებთ. უტკბილესი და უსაყვარლესი ადამიანი ბრძანდებით. თქვენთან გატარებული ყველა წამი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არც ერთი მასწავლებელი არ შემყვარებია ისეთ მცირე დროში, როგორშიც თქვენ. ვოცნებობ, რომ ყველა მასწავლებელი თქვენნაირი იყოს და თქვენსავით კარგად გვიგებდეს. თქვენს ღიმილზე და სილამაზეზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, ანათებს და ამ ლამაზი შუქით ყველას სულს და გულს უთბობთ. დიდთან დიდი ხართ, პატარასთან კი - პატარა. იცით როგორ მოებყროთ ბავშვებს სწორად, რაც სამწუხაროდ ბევრმა არ იცის. იმედია სკოლაში დაბრუნდებით და ყველას ისევ გულში ჩაგვიკრავთ. თუ ვერ დაბრუნდით, ძალიან მეწყინება მაგრამ, ჩვენგან ბევრ სიურპრიზებს ელოდეთ. ბავშვებს სულ აძლევთ რჩევებს, რაც მართლა ძალიან გამოადგებათ. თქვენთან ერთად გატარებული ყოველივე წუთი მიყვარს. ყველა არ იმსახურებს თქვენნაირ მასწავლებელს, ძალიან სათუთი ხართ, როცა თქვენნაირი ადამიანი გამოჩნდება ვიღაცას ცხოვრებაში, ის ძალიან ბედნიერი უნდა იყოს, იმიტომ რომ თქვენნაირი ადამიანები საქართველოში და ზოგადად მთელ მსოფლიოში ძალიან ცოტაა შემორჩენილი. ყველაზე კეთილი მასწავლებელი ბრძანდებით მთელ სკოლაში. კიდევ ბევრი რამაა, მაგრამ აქ ვერ დავატევ სამწუხაროდ. მადლობა რომ ეს ტექსტი წაიკითხეთ. მიყვარხართ მას!“, - წერს ბარბარე კონცელიძე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

გაკვეთილზე მოსწავლეებმა გამოიყენეს საინტერესო რესურსი - „ბორბალი“

მოსწავლეები, დამრიგებლის ნინო ჭონქაძის ხელმძღვანელობით, ძველ თბილისს ესტუმრნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება