| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯიმითის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის მიწურულს არაერთი საინტერესო აქტივობა ჩატარდა.
მე-11 კლასში გეოგრაფიული ვიქტორინა მოაწყვეს, პედაგოგი ანა პიტიურიშვილის ხელმძღვანელობით, კონკურსში ბავშვებმა თავიანთი შესაძლებლობები და ინტელექტის დონე საუკეთესოდ წარმოაჩინეს და ერთმანეთს ჯანსაღი კონკურენცია გაუწიეს.
შემაჯამებელი ვიქტორინა გაიმართა ასევე მე-2 კლასში, რომელსაც პედაგოგი ნათია ვარაზაშვილი ხელმძღვანელობდა, აღსანიშნავია, რომ მასში პატარები დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.
მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოებას სპექტაკლი წარუდგინეს, აკაკი წერეთლის „გამზრდელის“, მიხედვით. თეატრალურ წარმოდგენას კი, პედაგოგი შორენა ვარაზაშვილი ხელმძღვანელობდა.
კიდევ ერთი შთამბეჭდავი სანახაობა მოაწყვეს მე-11 კლასის მოსწავლეებმა, მათ რომანტიზმის ეპოქა გააცოცხლეს და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს. წარმოდგენა პედაგოგ ნონა გეთიაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას, მათი ინტელექტის დონის ამაღლებასა და კრეატიული აზროვნების განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
გაკვეთილი საოცრად პოზიტიურად და სახალისოდ წარიმართა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა